წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა რომელსაც, ეკა ფიფია მართავდა ხრამში გადავარდა.
განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
განათლების და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რა სიახლეებით ხვდება სკოლები 2022-23 სასწავლო წელს. უწყების ცნობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. “საქართველოს...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი ახალი კონტეინერები გადაეცათ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი კონტეინერების მიწოდება დაიწყო. პირველ ეტაპზე, 440 კონტეინერი ხობისა და წალენჯის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები პროექტ "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები" ფარგლებში,...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 240 ცალი პლასტმასის სანაგვე ურნა გადაეცა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 240 ცალი პლასტმასის სანაგვე ურნა გადასცა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტი მთელი რეგიონის მასშტაბით განხორციელდა. უწყების ცნობით, ნაგვის ურნები სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.გარდა...
ლესალეს ზედა ციხესა და ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 4 სექტემბრიდან, ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის, ლესალეს ზედა ციხესა და ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა. სამუშაოები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. სამუშაოებს იენის უნივერსიტეტის პროფესორი, ანეგრეტ პლონტკე-ლიუნინგი ხელმძღვანელობს, რომელმაც, თავის ასისტენტებთან და ქართველ კოლეგებთან ერთად, გასულ წლებში, ლესალეს ციხეზე გათხრების ორი ეტაპი უკვე ჩაატარა. მიმდინარე წელს, არქეოლოგიური სამუშაოები,...
წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ღია კარის დღეები იწყება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მომავალი კვირიდან წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ღია კარის დღეები იწყება. ღია კარის დღეები გულისხმობს, ადრეული, 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვების ადაპტაციას ახალ გარემოსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის სკოლამდელ სააღმზრდელო- საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრში ბაღის პედაგოგთა გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სკოლამდელ სააღმზრდელო -საგანმანათლებლო...
წალენჯიხაში “ოფთალმიჯი” უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს
თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს. 16 სექტემბერს წალენჯიხაში "ოფთალმიჯი" უფასო გამოკვლევას ჩაატარებს. მისამართი: თამარ მეფის ქუჩა N9, აფთიაქის შენობა, სახანძროს წინ. გამოკვლევების ჩატარების დრო: 12:00-დან 16:00 საათამდე
ექიმი მურად ღვინჯილია ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოაციაციის ასპირანტი წევრი გახდა
“გასტრო ცენტრის” ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი მურად ღვინჯილია ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოაციაციის ასპირანტი წევრი გახდა. მურად ღვინჯილია, „ზუგდიდელებს“, ევროპის გასტროენტერეოლოგთა ასოციაციის წევრობის უპირატესობებზე და იმ სიახლეებზე ესაუბრება, რომელიც უახლოეს ხანებში დაინერგება „გასტრო ცენტრის“ ცხოვრებაში. მურად ღვინჯილია: “ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის ასპირანტი წევრის სტატუსი ძალიან ბევრ დადებით ნოტას შემოიტანს ჩვენს საქმიანობაში. ეს...
წალენჯიხის მერმა 5 თვის განმავლობაში გატარებული რეფორმის შესახებ ანგარიში წარადგინა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დღეს ა(ა)იპ სკოლის გარეშე კომპლექსური სასპორტო საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის ბოლო 5 თვის განმავლობაში გატარებული რეფორმის შესახებ ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სწორი მენეჯმენტის შედეგად, გაუქმდა არაოფიციალური ფასიანი წრეები და გაიზარდა ბავშვების ჩართულობა სხვადასხვა სტრუქტურულ წრეებში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტულ წრეებში ჩართული იყო...
ირაკლი ღარიბაშვილი-ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ
წინა ხელისუფლების დროს შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო და სხვა ოპერაციებისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეისთვის...