დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი....
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას, „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი ხუთი მილიონი ლარია. „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის...
წალენჯიხაში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქის ცენტრში იგეგმება მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრის მშენებლობის მიზანია ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინება და მათთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტში.
ხვალიდან, 27 მარტის დილამდე მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო. მსვლელობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან დასრულდება. "მიხეილ სააკაშვილი თავისუფლების მოთხოვნას საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ უკვე მოაწერა ხელი. დროა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. 25 მარტს, ორშაბათს მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყება, აქციები ზუგდიდში, ქუთაისსა და...
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
წალენჯიხაში, სტადიონთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, სატვირტო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სტადიონთან, სადაც თამაში მიმდინარეობდა, აღმართულ კედელს დაეჯახა. მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა.
წალენჯიხის მერია ენგურისპირა სოფლების მოსახლეობას მიმართავს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, ენგურისპირა სოფლების მოსახლეობას მიმართავს: "გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობის პერიოდთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, მდინარე ენგურზე, დღე-ღამის ნებისმიერი დროის მონაკვეთში, მოსალოდნელია წყლის ხარჯის გატარება მდინარე ენგურის კალაპოტში. ენგურისპირა სოფლების მოსახლეობას გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე."-აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე წარუდგინა. შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში...
ფახულანისა და ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში, გზის მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინარეობს
ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ჭველეს უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, მოშანდაკების სამუშაოები, ასევე ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირასა და ობუჯის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შიდა საუბნო გზებზე განხორციელდა. სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს.