საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.61%, ბოლო შვიდი დღის – 7.32%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 587 551 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 551 780 გამოჯანმრთელდა, 8347 კი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2990 პირი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ, საქართველოში 37 717 ტესტი ჩატარდა. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა, აჭარა – 220, იმერეთი – 498, ქვემო ქართლი – 194, შიდა ქართლი...

წალენჯიხაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა წალენჯიხის მცხოვრები 89 წლის მამაკაცი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 735 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

წალენჯიხაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით წალენჯიხელი 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

კორონავირუსით წალენჯიხის მკვიდრი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 წლის მამაკაცი. პაციენტი წალენჯიხის მცხოვრები იყო. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 665 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

მთავრობა პანდემიის ჯარიმების გაუქმებას გეგმავს

იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისსხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და...

საქართველო პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებს ხსნის

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. “სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი...

კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.

ვაქცინაციაზე მოქალაქეებს რეგისტრაცია ცხელი ხაზით-15 22 შეეძლებათ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144.

ვაქცინაცია მიმდინარეობს წალენჯიხის ევექსის კლინიკაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, 4 მაისიდან კოვიდ ვაქცინაცია სინოფარმზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. წალენჯიხაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს წალენჯიხის ევექსის კლინიკაში (მის: ჭურღულიას №6) ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური...