წალენჯიხაში სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხელოვნურსაფარიანი მოედანი,ადმინისტრაციული შენობა, მაყურებელთა ტრიბუნები, ფეხბურთელთა გასახდელები და სველი წერტილები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 2 380 656 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.

წალენჯიხამ „MAX FIGHT“- ის მე-15 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

წალენჯიხამ პირველად „MAX FIGHT“- ის მე-15 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურნირში, ადგილობრივ მებრძოლებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულთან დავით ვერავასთან, ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის...

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წალენჯიხაში

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის გრანელის სახელობის პარკში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინიციატივით საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პატარებს და მათ მშობლებს დღევანდელი დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ასევე, დღევანდელ დღესთან...

26 მაისი წალენჯიხაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დილიდან სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მერის მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან ირაკლი ზარქუასთან, მარტვილის,აბაშის,წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატთან ილია ინჯიასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, საკრებულოს წევრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ძეგლი თაიგულებით შეამკო. ღონისძიების...

პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკს“ გამართავს. პროექტი წელს ორ ლოკაციაზე - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება. ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის...

კენჭისყრის პროცესი დასრულდს

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ინციდენტები და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ყველა შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ოპერატიული რეაგირება კანონის შესაბამისად. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობამამდროისმონაცემებითსაქართველოსმასშტაბითშეადგინა1 438 116, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის40.93% პროცენტს შეადგენს. „ამ წუთებში საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით განსაზღვრული...

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

საარჩევნო  ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც  შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები  ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ...

ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საარჩევნო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა,საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით მიმდინარეობს. „თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობის ფონზე ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ,...

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და  ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. მისი თქმით, 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია – საარჩევნო უბნებზე მივიდა 991 651 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ს შეადგენს. „კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე....

საინფორმაციო ბრიფინგი

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება.  კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრა. „სანამ აქტივობის შესახებ მოგაწვდიდეთ ინფორმაციას, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ჩვენთვის – ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე. რაც, თავის...