წალენჯიხაში სახალხო დღესასწაული „წალენჯიხობა-გრანელობა“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობებით მიმდინარეობდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების კუთხეები, ეთნოგრაფიული და შემოქმედებითი სივრცეები, სადაც ადგილობრივებსა და ჩამოსულ სტუმრებს კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული ნიმუშების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების ოფიციალურ...
ჯვარში ამბულატორია გაიხსნა
ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია გაიხსნა. ახალი სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. სამედიცინო დაწესებულება შესაბამისი ინვენტარითა და თანამედროვე აღჭურვილობით არის უზრუნველყოფილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამბულატორიაში სამი ექიმი და სამი ექთანი იმუშავებს. სამედიცინო პერსონალი პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას ჯამში დაახლოებით 5 000 მოქალაქეს...
ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება
საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის ფარგლებში, არსებულ გრუნტოვან გზაზე ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაგურუში სამუშაოების დაწყების პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნანა კეკუასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ...
ფოტოკონკურსი „ქალაქი ჩემს ობიექტივში“ იწყება
„სტუდენტური დღეები 2026“-ის ფარგლებში ფოტოკონკურსი "ქალაქი ჩემს ობიექტივში“ იწყება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ახალგაზრდების თვალით დანახული ქალაქის ისტორიის, ყოველდღიურობისა და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა. გამარჯვებული გამოვლინდება ჟიურის შეფასებისა და მიღებული მოწონებების (like-ების) ერთობლივი ქულებით.
ნაკიფუში ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია აშენდება
ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია აშენდება. მშენებარე ტაძრის საძირკველი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ აკურთხა. ფოტო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
მერია – წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში უკვე ჩამოტანილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ,მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი,რომლის დაგების პროცესიც დაიწყება. "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან...
ლიის წმინდა გიორგის ტაძარში კურთხევის 10 წლის იუბილე აღინიშნა
მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, საღმრთო ჟამისწირვა ლიის დიდმოწამე გიორგის ტაძარში აღავლინა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინფორმაციით, მსახურების დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა მრევლს და მიულოცა ტაძრის კურთხევის 10 წლის იუბილე.
ჯვარში სკრინიგ აქცია ჩატარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებულ სკრინინგ კამპანიას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მორიგი სკრინინგ აქცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქ. ჯვარში ჩატარდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. ადგილობრივ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს,...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას, მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახალი სამანქანე ხიდის საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია. "საქართველოს მთავრობის დავალების საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალი ხიდის მშენებლობას გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელ ჯაღირის მოსახლეობის უსაფრთხო...
უფასო სკრინინგ-აქცია ფახულანში
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებულ სკრინინგ კამპანიას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მორიგი სკრინინგ აქცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ადგილობრივ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის,...










