წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

წალენჯიხაში, სტადიონთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, სატვირტო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სტადიონთან, სადაც თამაში მიმდინარეობდა, აღმართულ კედელს დაეჯახა. მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა.

წალენჯიხის მერია ენგურისპირა სოფლების მოსახლეობას მიმართავს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, ენგურისპირა სოფლების მოსახლეობას მიმართავს: "გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობის პერიოდთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, მდინარე ენგურზე, დღე-ღამის ნებისმიერი დროის მონაკვეთში, მოსალოდნელია წყლის ხარჯის გატარება მდინარე ენგურის კალაპოტში. ენგურისპირა სოფლების მოსახლეობას გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე წარუდგინა. შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში...

ფახულანისა და ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში, გზის მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინარეობს

ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ჭველეს უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, მოშანდაკების სამუშაოები, ასევე ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირასა და ობუჯის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შიდა საუბნო გზებზე განხორციელდა. სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს.

მედია-წალენჯიხის მერიის თანამშრომელმა ორი ადამიანი დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელმა, ქალაქის ცენტრში ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრა. არსებული ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ინციდენტი ამით არ დასრულებულა. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე, მსუბუქად დაჭრილი მამაკაცი წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელთან მომხდარიდან ორ დღეში საქმის გასარჩევად ისევ მივიდა, რასაც ამჯერად ქალაქის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღიდან...

ლეო ქიაჩელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა

ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლეო ქიაჩელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის მუშაკები, საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში იმყოფებოდნენ სადაც, მწერლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. წალენჯიხის დელეგაციის წევრები შეხვდნენ მწერალთა კავშირის წარმომადგენლებს, ლიტერატორებს, სადაც ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე და...

მერია-აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები წელსაც აქტიურად გაგრძელდება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და მერის წარმომადგენლებს გააცნეს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსმა შალვა მეტრეველმა და წალენჯიხის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ნუგზარ კალანდიამ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების წარმატებით...

საჩინო-ჯვარის შიდა საუბნო გზაზე მოხრეშვა – მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს

ნოჟალა (საჩინო-ჯვარის) შიდა საუბნო გზაზე პრობლემური მონაკვეთების მოხრეშვა - მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სახის სამუშაოები სოფელ ეწერის შიდა საუბნო გზებზეც ( ლეგაბედე, ლეციმინტიე, ლეძაძამე და მოსიძეების უბანში ) განხორციელდა. ინფორმაციისთვის: სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს.

წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს: "გვსურს, გამოვეხმაუროთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას გუშინდელ განცხადებას ქ. ჯვარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებული ქმედებაა. აღნიშნული განცხადება არის ტყუილი. ბატონი გია ხარჩილავასთვის სიცრუის ტირაჟირება და ყოველი ფაქტის „ქართული ოცნებისთვის“ გადაბრალების მცდელობა არახალია. მუნიციპალიტეტის...

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.