წალენჯიხაში იუვენტუსის ბავშვთა აკადემია აიღებს სტარტს

წალენჯიხაში იუვენტუსის ბავშვთა აკადემია აიღებს სტარტს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ამ საკითხთან დაკვშირებით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე წალენჯიხის საშა კვარაცხელიას სახელობის საფეხბურთო მოედანზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. "აღსანიშნავია, რომ 10 იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ფეხბურთის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი...

წალენჯიხაში სამ დევნილ ოჯახს მამუკა ხაზარაძემ საცხოვრებელ სახლები გადასცა

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, წალენჯიხაში, სამ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადასცა. „ლელოს“ ინფორმაციით, სახლები მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის განვითარების ფონდთან ერთად შეისყიდა. „ოჯახებს, რომელთაც მამუკა ხაზარაძე საკუთარ სახლებს საჩუქრად გადასცემს აქამდე წალენჯიხაში ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში ცხოვრობდნენ,. სახლები მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის განვითარების ფონდთან ერთად შეისყიდა. აღნიშნულ შენობაში კი ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით თეატრი და მანანა დოიჯაშვილის სახელობის მუსიკალური...

პატრიარქმა ხვიჩა კვარაცხელია დალოცა

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 23 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სამღვდელოება, ფეხბურთელის ოჯახის წევრები და საცოლე. მისმა უწმინდესობამ დალოცა ხვიჩა კვარაცხელია, მისი თანმხლებნი შემდგომი წარმატებები და ბედნიერება უსურვა.

წალენჯიხაში, კვარაცხელიას ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

წალენჯიხაში, კვარაცხელიას ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მინი სტადიონის დასრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ომარ ქარდავამ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან მამუკა მიქავასთან და ამავე ფრაქციის წევრებთან ერთად. პროექტი განხორციელდა 2022 წლის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილოვბრივი ბიუჯეტიდან. პროექტის ფარგლებში...

წალენჯიხაში დასუფთავების აქცია გაიმართა

დღეს, 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ საჯარო მოხელეები, არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლები, სოციალურად დაუცველთა დასაქმების ფარგლებში დასაქმებული ბენეფიციარები. სამუშაოების მიმდინარეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე გაეცნო.

წალენჯიხაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები იწყება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათ ფაროსანასთან ბრძოლის დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს და ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუშაობა კოორდინირებულად უნდა განხროციელდეს. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს.  განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

“ოფთალმიჯი” ნაკიფუში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს

ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი" ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს. უფასო სამედიცინო გამოკვლევები 18 მარტს დღის 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება. გამოკვლევები ჩაუტარდებათ პაციენტებს 50 წლის ასაკიდან ზემოთ, კატარაქტასა და გლაუკომის გამოსავლენად.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა შემდეგი სკოლების მშენებლობაზე: ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის №2 საჯარო სკოლა,...

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო ჯარიმები წესდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...