როკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “საერთაშორისო მიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი...
ე.წ. “სოციალურ პურზე” ფასი 10 თეთრით შემცირდება
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან, ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით გაიაფდება. როგორც დოლიძემ აღნიშნავს, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა...
წალენჯიხის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს
წალენჯიხის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს. დღეიდან აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელად წალენჯიხის მუნიციალიტეტის ყოფილი გამგებელი მამუკა ქარდავა დაინიშნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაღების დირექტორებს დღეს ის წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა წარუდგინა. შეხვედრაზე სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილ დირექტორს ლანა შენგელიას მადლობა...
წალენჯიხაში მრავალწლიანი ნარგავების განაშენიანებისა და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხაში მრავალწლიანი ნარგავების განაშენიანებისა და დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, წალენჯიხის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან დაასუფთავეს ტერიტორია და მრავალწლიანი, წიწვოვანი ნერგები დარგეს დავით აღმაშენებლის აღმართთან, არსებულ 9 აპრილის და ბ.შანავას ქუჩაზე კეთილმოწყობილ სკვერში.
სასპორტო ცენტრის კარატეს წრის აღსაზრდელების წარმატება
ქალაქ კასპში ჩატარდა ღია ტურნირი კარატეში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სასპორტო ცენტრის კარატეს წრის აღსაზრდელებმა და გამარჯვებები მოიპოვეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასპარეზობაში პირველი ადგილი მოიპვა ძანძავა ლიკამ, ხოლო ზარქუა ნიკა მესამე ადგილზე გავიდა.
ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან...
წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
დღეს, 31 მარტს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ინიციატივით, წალენჯიხაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილით, მეუნარგიას ქუჩის გორაზე, იქ სადაც აღმართულია ჯვარი, ყოფილი პირველი პრეზიდენტის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა. სახალხო ანსამბლ ,,ბედინერა"-ს მომღერლებმა, შეარულეს ქართული...
31 მარტი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...
წალენჯიხაში იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის გახსნის შესახებ კონტრაქტს ხელი მოეწერა
იტალიის ქალაქ ტურინში საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის სათაო ოფისში, წალენჯიხაში ტურინის იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის გახსნასთან დაკავშირებით, კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ტურინში იმყოფებიან.
მამუკა ხაზარაძე ტურინის იუვენტუსის ოფისში, წალენჯიხაში ბავშვთა აკადემიის შექმნის კონტრაქტს გააფორმებს
დღეს, 13:30 (თბილისის დროით) იტალიაში, ქალაქ ტურინში მამუკა ხაზარაძე საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის სათაო ოფისში, ხელს მოაწერს კონტრაქტს, წალენჯიხაში ტურინის იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის გახსნის შესახებ. "ტურინში ვართ! რამდენიმე საათში “იუვენტუსთან” კონტრაქტს ხელს ოფიციალურად მოვაწერთ."-დაწერა მამუკა ხაზარაძემ სოცილურ ქსელში. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურინში ასევე იმყოფებიან წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და წალენჯიხის მერის...










