ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია აშენდება. მშენებარე ტაძრის საძირკველი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ აკურთხა. ფოტო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
მერია – წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში უკვე ჩამოტანილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ,მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი,რომლის დაგების პროცესიც დაიწყება. "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან...
ლიის წმინდა გიორგის ტაძარში კურთხევის 10 წლის იუბილე აღინიშნა
მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, საღმრთო ჟამისწირვა ლიის დიდმოწამე გიორგის ტაძარში აღავლინა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინფორმაციით, მსახურების დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა მრევლს და მიულოცა ტაძრის კურთხევის 10 წლის იუბილე.
ჯვარში სკრინიგ აქცია ჩატარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებულ სკრინინგ კამპანიას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მორიგი სკრინინგ აქცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქ. ჯვარში ჩატარდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. ადგილობრივ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს,...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას, მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახალი სამანქანე ხიდის საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია. "საქართველოს მთავრობის დავალების საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალი ხიდის მშენებლობას გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელ ჯაღირის მოსახლეობის უსაფრთხო...
უფასო სკრინინგ-აქცია ფახულანში
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებულ სკრინინგ კამპანიას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მორიგი სკრინინგ აქცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ადგილობრივ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის,...
წალენჯიხაში სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხელოვნურსაფარიანი მოედანი,ადმინისტრაციული შენობა, მაყურებელთა ტრიბუნები, ფეხბურთელთა გასახდელები და სველი წერტილები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 2 380 656 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.
წალენჯიხამ „MAX FIGHT“- ის მე-15 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
წალენჯიხამ პირველად „MAX FIGHT“- ის მე-15 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურნირში, ადგილობრივ მებრძოლებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულთან დავით ვერავასთან, ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის...
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წალენჯიხაში
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის გრანელის სახელობის პარკში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინიციატივით საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პატარებს და მათ მშობლებს დღევანდელი დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ასევე, დღევანდელ დღესთან...
26 მაისი წალენჯიხაში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დილიდან სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მერის მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან ირაკლი ზარქუასთან, მარტვილის,აბაშის,წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატთან ილია ინჯიასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, საკრებულოს წევრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ძეგლი თაიგულებით შეამკო. ღონისძიების...









