Blog

გამოქვეყნდა მედიკამენტების სია, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასახლებებში პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები იწყება

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასახლებებში პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები იწყება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში იმართება დასახლების საერთო კრებების სხდომები ან რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციები (შემდგომში - კონსულტაცია), სადაც მოქალაქეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი პროექტის შერჩევის თაობაზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა...

გაიმართა იმიტირებული საკრებულოს სხდომა თემაზე “მიუსაფარი ძაღლები“

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეა“-ს ინიციატივით, დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა იმიტირებული საკრებულოს სხდომა თემაზე "მიუსაფარი ძაღლები“. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, სხდომაზე, მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის ალტერნატიული ხედვების შეთავაზება ახალი კანონპროექტის ჭრილში. იმიტირებული საკრებულოს სხდომა ტარდება პროექტის "სამოქალაქო...

მერიის ადმინისტრაციული შენობის უკანა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს-მერია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაციული შენობის უკანა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბილიკების მოწყობის, ბეტონის ბორდიურის მოწყობის, არსებული საპირფარეშოს რეაბილიტაციისა და ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები.

წალენჯიხაში საშობაო ალილო გაიმართა

ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამღვდელოება და მრევლი მსვლელობით დაიძრა.მსვლელობის მონაწილეებმა ალილოს სიმღერით ქალაქის ქუჩებში შემოიარეს და მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.ალილოს მონაწილეებს მსვლელობაში სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. საშობაო საჩუქრები ურემზე შეგროვდა, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.

ილია II-ის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება...

ნიკა მელია წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წალენჯიხის მოსახლეობასთან შეხვედრის შესახებ წერს. "შეხვედრა შეუპოვარ წალენჯიხელებთან, რომელებმაც იციან ბრძოლა და იციან გამარჯვება! დადგება მომენტი, როდესაც წალენჯიხის ავტობუსი დაიძვრება თბილისისკენ და კიდევ ერთხელ დაბრუნდება უკან გამარჯვებული!"-წერს ნიკა მელია.

წალენჯიხის მერიამ სოციალურად დაუცველ ჯგუფებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შობა-ახალი წელი საჩუქრით მიულოცა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუყაოს ყუთით ნობათი 265 ოჯახში ადმინიატრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა მიიტანეს.პაკეტის ღირებულება 76 ლარს წარმოადგენს და მოიცავს, როგორც ტკბილეულს, ასევე ხორცს, კვერცხს და იმ ნობათს რაც საშობაო სუფრას დაამშვენებს.ახალი წლის დღეებში სიციალურად დაუცველთათვის მერიის დახმარება ჯამში 500...

წალენჯიხის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს "ნაციონალური მოძრაობის“, „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა, ხოლო ფრაქცია „ქართულ ოცნების“ წევრებმა ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14 მილიონ 660 ათას ლარს შეადგენს.

საერთაშორისო ტურნირში წალენჯიხელმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს

25-27 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა გ. გოგიჩაიშვილისა და ფ. გაგუას სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოსა და სომხეთის უმცროსი ასაკის ჭაბუკ მოჭიდავეთა გუნდები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის ჭიდაობის სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და მედლებით დაჯილდოვდნენ. ადგილები ასე გადანაწილდა: კვარაცხელია ლაზარე - პირველი ადგილი; ფიფია ლუკა-მესამე ადგილი;...