წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ახალგაზრდების მოთხოვნებზე დაყრდნობით და საუკეთესო პროექტების შერჩევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს "შენი იდეა წალენჯიხას". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში, მათი ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურისტული ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს...
Blog
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“,...
ლიაში სახლი დაიწვა
ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ფიფიას საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ადგილზე მუშაობს წალენჯიხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკური ჯგუფი. ცეცხლის კერები ლოკალიზებულია. უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესიკ ფარცვანია და მერის წარმომადგენელი ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში თამთა ფიფია.
გია ხარჩილავა: ფუძნდება სოლიდარობისა და განვითარების ფონდი “წალენჯიხა” – ამჯერად უკრაინის დასახმარებლად
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა თავის ფეისბუქგვერდზე ეხმიანება უკრაინაში, იავოროვის საწვრთნელ ობიექტზე თავდასხმას, რომელსაც 35 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. “13 მარტს დაიბომბა, დაბომბეს, დაგვიბომბეს (!) ომის პერიოდში დამეგობრებული ქ. იავოროვი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯერ კიდევ ომამდე, დაუჭირა მხარი უკრაინის მოსახლეობას, ხოლო, ომის გამოცხადების პირველსავე დღეს, ჰუმანიტარული მისიით გამოაცხადა დამეგობრება ქ.იაროვოვთან. შეგროვდა და...
წალენჯიხელი არსენა კვარაცხელიას წარმატება
თბილისში საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ტურნირი ჩატარდა, სადაც წალენჯიხის მორკინალთა კლუბის წარმომადგენელი, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, 15 წლის არსენა კვარაცხელია ასპარეზობდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში (54 კგ.წონით კატეგორია) მან პირველი ადგილი დაიკავა. არსენა ქალაქ წალენჯიხის 2013 წლიდან წალენჯიხის მორკინალთა კლუბის წარმომადგენელია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უამინდობისაგან გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად როგორც გზების გაწმენდითი, ასევე ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიური თოვის პარალელურად მიმდინარეობს. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურებთან ერთად. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკასთან ერთად სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის...
უკრაინის მხარდასაჭერი მორიგი აქცია წალენჯიხაში
დღეს, წალენჯიხაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ განაცხადა, შეიქმნა ჰუმანიტარული მისია, რომელიც უკრაინის ქალაქ იავოროვის მოსახლეობას დაეხმარება. მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ქალაქთან ომის პერიოდში დამეგობრდა. უკრაინისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
წალენჯიხაში უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა
წალენჯიხის ცენტრში მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დაგორდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მან სავარაუდოდ, თავის ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა.
მთავრობა უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარს გამოყოფს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ...
ფახულანში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
წალენჯიხის მერიის ორგანიზებით, სოფელ ფახულანში საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მერის მოადგილის თამარ ბელქანიას განცხადებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მზადაა უკრაინიდან 20 ბავშვი შეიფაროს.