საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, წალენჯიხაში დასავლეთ საქართველოს ღია პირველობა კუდოში ჩატარდა. შეჯიბრებაში დასავლეთ საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირში წალენჯიხის, მარტვილის, სენაკის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ტყიბულის და ბათუმის კუდოისტებმა იასპარეზეს. დასავლეთ საქართველოს ღია პირველობა სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ჩატარდა. შეჯიბრს გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის...

