ლიაში უფასო ოფთალმოლოგიური სკრინინგი ჩატარდება

20 აპრილს, 11:00 საათიდან ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამედიცინო ცენტრი აილაინის მიერ უფასო ოფთალმოლოგიური სკრინინგი ჩატარდება. კვლევაში შედის: ვიზომეტრია, რეფრაქტომეტრია, უკონტაქტო, ტონომეტრია, ბიომიკროსკოპია. გამოკვლევები ჩაუტარდებათ პაციენტებს 18 წლის ასაკიდან. გამოკვლევები ჩატარდება ლიის ადმინისტრაციულ შენობაში. უფასო სამედიცინო გამოკვლევები კი ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.