სოციალურად დაუცველი ბავშვები 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...

წალენჯიხაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

დღეს, წალენჯიხის გუგე ცანავას სახელობის ცენტრალურ პარკში სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს 100-მდე ხელნაკეთი ნივთი, რომელიც გამოიფინა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე, შემოსული თანხა კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. გამოფენა-გაყიდვა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება USAID-ის...

წალენჯიხაში მთავარი ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორაციით, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მთავარი ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. უწყების ცნობით, აღნიშნულ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად 2011-2012 წლებში ჩაუტარდა. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე ფასადს, მოეწყობა ვიტრაჟები, შეიცვლება დაგებული მეტლახი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, კიბეზე დაიგება ბაზალტის ფილები. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს...