გაიცანით შალვა გორდულავა

შალვა (შაკო) გორდულავა ჯვარელია,- „დედა ჯვარიდან“ ვარო, მეთორმეტეკლასელია, გამშვენებული სანთლების ოსტატი. თუმცა რისი ოსტატი არ არის? ქარგავს, ხატწერაში მუშაობს, ლამაზი თვლებით ამშვენებს წმინდანების სახეებს. მშვენიერ სამაჯურებს და ყელსაბამებს აწყობს ნატურალური ქვებისგან. ზის ახლა ჩემთან, პიჯაკის სხვადასხვა ჯიბიდან იღებს თავის უზადო ნამუშევრებს და ძალიან დამაჯერებლად მიხსნის, რომელი ქვა, ადამიანის სხეულის რომელ ორგანოს...