წალენჯიხის გზიდან სატვირთო მანქანა გადავარდა

დღეს, წალენჯიხაში, ცენტრალურ გზაზე სატვირთო ავტომანქანა გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან და გადაბრუნდა. დაშავდა ერთი პირი, ტრანსპორტის მძღოლი. დაშავებული გადაყვანილია წალენჯიხის საავადმყოფოში.

დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.