პაატა ბურჭულაძე-მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ ,,იავნანას” ადგილობრივი ორგანიზაცია

პაატა ბურჭულაძე წალენჯიხაში ფონდ ,,იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაციის დაფუძნებას გეგმავს. ამის შესახებ ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს. "ჩემო მეგობრებო,ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ- ,,იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაცია,რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობა მოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება".-წერს პაატა ბურჭულაძე.