წალენჯიხაში მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ინწრაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. მამაკაცი ზუგდიდის სოფელ რიყეს მკვიდრია და საჩინოში სტუმრად იმყოფებოდა. ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.