ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. “საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ...
“შემოდგომის ბარაქა”
ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის ორგანიზებით, საშემოდგომო ღონისძიება "შემოდგომის ბარაქა"გაიმართა. მრავალფეროვანი ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. კულტურის სახლის წინ მდებარე ტერიტორია შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციებით იყო მორთული. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, 8 ნოემბერს ქალაქ ჯვარში დაფუძნდა დღესასწაული "ჯვარქალაქობა", რომელიც ყოველ წელს გაიმართება. მერმა...
წალენჯიხელი მაკა კვინჩიას წარმატება
წალენჯიხელი მაკა კვინჩია პარაწოლჭიმის მსოფლიო გათამაშების გამარჯვებული გახდა. მან კაიროში გამართულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
სამეგრელოს DMO ლონდონში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენა ,,World Travel Market – WTM London” -ში იღებს მონაწილეობას. DMO-ს გამოფენაზე რეგიონის შესახებ სხვადასხვა მასალა აქვს წარმოდგენილი, მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან ე.წ. ბი თუ ბი ფორმატის შეხვედრები.
წალენჯიხის მერი მცირე მეწარმეებს შეხვდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში მცირე მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი გახლდათ ურთიერთთანამშრომლობა, წინადადებებისა და შენიშვნების გაზიარება და სამომავლოდ მცირე მეწარმეთა ხელშეწყობა,დახმრება და ბიუჯეტირების პროცესში მეწარმეთა ჩართულობა.
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200 -ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე,...
ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ 300 000 ლარი გამოიყო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოიყო 300 000 ლარი. პროექტი ორ ეტაპიანია - მიმდინარე წელს მოხდება აღნიშნული თანხით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, პროექტის მეორე ეტაპი კი 2024 წელს დასრულდება. პროექტის მთლიანი ღირებულება 1 676 100 ლარს შეადგენს. ჩქვალერში საავტომობილო გზის დამეწყრილი მონაკვეთი პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. არსებული...
ხვალ, წალენჯიხას, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
სს ენერგო პრო ჯორჯია წალენჯიხის სერვისცენტრის ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს დღის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიას.
მერია: ჩქვალერში, დამეწყრილ გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება
ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგად დამეწყრილ გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება,-ინფორმაციას ამის შესხებ ალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება-1.676.100 ლარს შეადგენს. "აღნიშნულთან დაკავშირებით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის განხორციელების საკითხებზე ესაუბრა. დამეწყრილი გზის მონაკვეთზე სრულად შეიცვლება საგზაო სამოსის ტიპიური კონსტრუქცია, კიუვეტის...
დღეიდან, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა
1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სმაინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში...