სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, დამეწყრილი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, სპეციფიკური სამუშაოები, (ხიმინჯოვანი კედლების მოწყობა) განხორციელდა.
წალენჯიხაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, მდინარე ენგურზე, მოქალაქე უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ტობის სახეობის დაახლოებით 2 კგ. თევზი. "ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის...
გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, 25-27 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 26-27 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. “ქ. თბილისში 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება....
24 მარტიდან დათბება
გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. “ქ. თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი...
მერია-სასარიოს უბანში მძლავრი ტუმბოს მონტაჟი მიმდინარეობს
წალენჯიხაში, სასარიოს უბანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მძლავრი ტუმბოს მონტაჟი მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასარიოს უბანში ამ სისტემით 50-მდე ოჯახი სასმელი წყლით მარაგდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4 ახალი წყალსატუმბი შეიცვალა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მიმართავს
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ...
დღის ბოლოდან წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. უწყების ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი. “საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა...
წალენჯიხაში ხანძარი ლიკვიდირებულია
წალენჯიხის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძარი ყველა ლოკაციაზე ლოკალიზებული და ლიკვიდირებულია. "მადლობა სახანძრო სამსახურს და ყველას ვინც ამ დრომდე, ჩართული იყო ცეცხლის ჩაქრობაში. მოსახლეობას კი კვლავ მივმართავთ: ნუ დატოვებთ უკონტროლოდ ცეცხლს, ის იწვევს ხანძარს!"-წერს თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს: "წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე საგაზაფხულო/საველე სამუშაოების პარალელურად, გაზრდილია ხანძრების გაჩენისა და გავრცელების რისკები, რომელიც საფრთხეს უქმნის თითოეულ მოქალაქეს, კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აგრარულ მეურნეობას, ასევე ტყის მასივებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ამ წუთებში ხანძარია სოფელ ეწერში, ადგილზე გამოძახებულია სახანძრო ჯგუფი. მოსახლეობისთვის კარგადაა...
უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. “ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით...