თვალთვაძესა და სამეგრელოს ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხაში თვალთვაძესა და სამეგრელოს ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ახლდება სანიაღვრე არხები, ეზოებში მისასვლელები,ბორდიურები. სრულად წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია და ურბანული განვითარების, სივრცით მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი ჯემალ...

დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. “ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, რის შედეგადაც ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ...

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა

წალენჯიხის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხელოვნების მუშაკებმა და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა 9 აპრილის სკვერში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სკვერი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს. სკვერში ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა. ანსამბლ "ბედინერა"-ს წევრებმა "შავლეგო",ასევე სხვა ქართულ-ხალხური საგალობლები შეასრულეს. სახელოვნებო -საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებმა ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. მამა ილია...

წალენჯიხაში საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან კონსულტაციები კი დღეს ქალაქ ჯვარში, ოჭანეში, ნაკასა და ქვედა ჯვარის ტერიტორიაზე გაიმართა. შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, მერის წარმომადგენელი ქალაქ ჯვარში ირაკლი ხარჩილავა,მაჟორიტარი დეპუტატი ბაჩანა...

პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა...

ხელი მოეწერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს და იავორივის გრამადას შორის დამეგობრების მემორანდუმს

უკრაინაში, ქალაქ იავოროვში, ოფიციალურად ხელი მოეწერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს და იავორივის გრამადას შორის დამეგობრების მემორანდუმს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის ფეისბუქგვერდზე წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ავრცელებს. "მემორანდუმი გამოხატავს თანამშრომლობის ორმხრივობას, ომის პერიოდში, ჰუმანიტარულ მისიით, ხოლო მშვიდობიანობის ჟამს- ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ სფეროებში. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!"-წერ გია ხარჩილავა.

ზვიად გამსახურდიას 83 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, ზვიად გამსახურდიას სახელობის გორაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და კულტურის ცენტრის მუშაკებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს. 31 მარტი  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

პროკურატურამ წალენჯიხის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და კიდევ ცხრა პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ცხრა პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი...

წალენჯიხის მერი ჰუმანიტარულ ტვირთს უკრაინაში ჩაიტანს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა უკრაინაში გაემგზავრა. ის წალენჯიხასთან დამეგობრებულ ქალაქ იავოროვში ჩავა და ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს. ამის შესახებ მერმა განაცხადა ვიდეომიმართვსას.

სუსი-თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წალენჯიხის საკრებულოს წევრი გელა აბულაძე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან...