წალენჯიხა ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს

წალენჯიხაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. 12:00 საათზე, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში თოჯინების თეატრის წარმოდგენა გაიმართება. 13:30 საათზე, წალენჯიხის გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე პატარების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, კონცერტს გამართავენ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეები საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. 15:00 საათზე, საშა კვარაცხელიას სახელობის საფეხბურთო მოედანზე ბავშვთა ფეხბურთი ჩატარდება....

პირველი ივნისისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, წალენჯიხის ბაღებში სათამაშოები რიგდება

პირველი ივნისისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრთან არსებულ საბავშვო ბაღებში ახალი სათამაშოები რიგდება. წალენჯიხის მუნიციაპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, განახლებული სათამაშოები 35-ვე საბვშვო ბაღისთვის იქნა შეძენილი. საჩუქრები პირველ ივნისამდე ყველა საბავშვო ბაღში დარიგდება.

წალენჯიხელი სპორტსმენების წარმატება

თბილისში გამართულ კარატე - დოს ღია ჩემპიონატში, წალენჯიხელმა სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ასპარეზობაში ნიკა ზარქუა გახდა პირველი ადგილის მფლობელი. მათე ფიფია კი მეორე ადგილზე გავიდა. მწვრთნელი ემზარ სოსელია გახლავთ.

სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში

ადგილობრივი მედიის გადარჩენისა და ჟურნალისტთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის “ჩვენი მედიასახლი” ინიციატივით, ტარდება ორდღიანი ტრენინგი თემაზე “სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში”. ტრენინგი შექმნილია კემბრიჯის უნივერსიტეტის ვიზუალური სთორითელინგის კურსის საფუძველზე. ტრენინგს წარუძღვება ნანო ქობალია,-კემბრიჯის უნივერსიტეტის აღნიშნული კურსის სერტიფიცირებული მონაწილე და ტრენერი ლონდონიდან. პირველი დღე: სთორითელინგი: •რა არის სთორითელინგი. •ეფექტური სთორითელინგის...

დამოუკიდებლობის დღე წალენჯიხაში

დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. დილიდან ქალაქის ცენტრში ჩატარდა სპორტული ღონისძიებები: ფრენბურთში, ტურნირი ბლიც ჭადრაკში, კარატე დოში, კარატე კუდოში, კრივში. ასევე წარმოდგენილ იქნა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია ვიოლინოს თანხლებით და ყვავილების გამოფენა- გაყიდვა. წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა ამ დღისადმი მიხღვნილი მოკრძალებული ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ...

ქარმა ფოცხო-ეწერში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, სახურავი გადახადა

დღეს, ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში ერთ-ერთ კორპუსს, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, სახურავი მთლიანად გადახადა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გაიმართება რბოლა “დრაგ სერიებში“

რუსთავში, საერთაშორისო აეროდრომზე გაიმართება რბოლა "დრაგ სერიებში“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მეზობელი ქვეყნებიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეული მრბოლელები. წალენჯიხის სახელით იასპარეზებს A – კლასის კატეგორიაში მრბოლელი, ვახტანგ მიქავა, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრი გაუწევს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვახტანგ მიქავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას...

23 მაისს “აფხაზეთობა” აღინიშნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას „აფხაზეთობას“ ულოცავს. “სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავთ „აფხაზეთობას“, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

წალენჯიხაში იუვენტუსის ბავშვთა ფეხურთის აკადემია გაიხსნა

დღეს, ქალაქ წალენჯიხაში იუვენტუსის ბავშვთა ფეხურთის აკადემია ოფიციალურად გაიხსნა. წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე ღონისძიებები გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ოფიციალურად მოეწერად მამუკა ხაზარაძემ და გიორგი ხარჩილავამ მოაწერეს.

წალენჯიხაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული თავმჯდომარის არჩევნები წალენჯიხაში დასრულდა.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლანა ღვინჯილიამ მედიასთან აღნიშნა, რომ წალენჯიხაში მამუკა ქარდავამ გაიმარჯვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები წალენჯიხაში დასრულდა, სადაც შერჩეული იქნა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2127-მა ადამიანმა, რაც ძალიან დიდ ინტერესზე მიუთითებს ამომრჩეველთა შორის. გამარჯვებულმა კანდიდატმა მიიღო 1451...