წალენჯიხაში პირველკლასელთა კვების ბარათების გაცემა იწყება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში, 15 ოქტომბერს, ოთხშაბათს, პირველკლასელთა კვების ბარათების გაცემა დაიწყება. "მშობლებს, რომლებსაც გყავთ დარეგისტრირებული პირველკლასელები, გთხოვთ მობრძანდეთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში და მიიღოთ კვების ბარათი."-ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი დიზაინის საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების გაცემა იწყება

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს. ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, საფასურები იგივე დარჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი...

პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მომხდარ ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და განსაცდელში მიტოვების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამავე სოფელში გამავალ საავტომობილო...

წალენჯიხის პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ე.ქ. დააკავეს.  მას ბრალი  განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის...

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ბაია კვიციანმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის, სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და მათ სერტიფიკატები გადასცა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის...

3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

მომავალ წელს პენსია გაიზრდება

მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მომავალ წელს, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება. ამასთან, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20...

“წალენჯიხა-გრანელობა 2025” გაიმართება

1 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული "წალენჯიხა-გრანელობა 2025" სლოგანით "წიმი ევროპაშა" შედგება. ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრში, სოფლის ნობათი გამოიფინება და მეწარმეები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. არჩეული იქნება "საპატიო წალენჯიხელი", საჩუქარი გადაეცემათ, ას პოროცენტიანი გრანტის მფლობელ წალენჯიხელ სტუდენტებს. 18:00 საათზე კი ჯგუფი "რეგიონი" სპეციალურად წალენჯიხელებისათვის გამართავს კონცერტს.

30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

წყოუშში, უხვი ნალექის შედეგად ქარდავების საცხოვრებელი სახლი დაინგრა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ წყოუშში, უხვი ნალექის შედეგად ქარდავების საცხოვრებელი სახლი დაინგრა.