ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გერასიმეს (შარაშენიძის) ლოცვა-კურთხევით, 15 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნება და პირველი სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება წალენჯიხის ახალ, მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში. წირვა-ლოცვა ჩატარდება 10:00 საათზე. მისამართი: ქ. წალენჯიხა, ზუგდიდის ქუჩა, მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია.
“ოფთალმიჯის“ ექიმები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯის“ ექიმები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ. გამოკვლევა ჩაუტარდებათ დიაბეტით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებს -კატარაქტის, გლაუკომისა და პერიდიუმის გამოსავლენად. უფასო სამედიცინო გამოკვლევები, 15 ნოემბერს, დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის პირველ სართულზე ჩატარდება. მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობები
13 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 13 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. “ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...
გიორგი კვარაცხელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დაინიშნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი კვარაცხელია დაინიშნა. გიორგი კვარაცხელია პროფესიით ფილოსოფოსია მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. გიორგი კვარაცხელიას სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწედ. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
11 ნოემბრამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შსახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. “ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა...
მერია – მერის მიერ მოქალაქეთა მიღების დღედ ოთხშაბათი განისაზღვრა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ დღეს მოქალაქეთა მიღება გამართა. მერის მიერ მოქალაქეთა მიღების დღედ ოთხშაბათი განისაზღვრა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურები მოქალაქეებს ყოველდღე იღებენ. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მოქალაქეებმა მერს მათთვის მნიშვნელოვანი, პრობლემური საკითხები პირადად გააცნეს. მომართვიანობა ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალურ...
წალენჯიხაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025 გაიხსნა
წალენჯიხაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025 მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ გახსნა. ღონისძიება ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტკომპლექსის დარბაზში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის, ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის აქტიური ჩართულობითა და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,...
7 ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „4 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი,...
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ცოტნე შონია აირჩიეს
დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა წალენჯიხის N68-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ანა მიქავამ გახსნა. სხდომას 30 წევრიდან 29 დაესწრო. დღევანდელ საკრებულოს სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი გონერ კვარაცხელია უძღვებოდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ფარული კენჭისყრით ცოტნე შონია აირჩიეს. მის კანდიდატურას 27-მა...
ჩვინარეს ხეობაში აღმოჩენილ ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩვინარეს ხეობაში აღმოჩენილ ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეების ნაეკლესიარს (სადაც არქეოლოგიური ექსპედიცია 2023–2024 წლებში ჩატარდა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა "მთის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრმა", რომლის ხელმძღვანელი არქეოლოგი, თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი, თამარ გიორგაძე გახლავთ.










