საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის...

მუჟავაში დამეწყრილ მონაკვეთზე დამცავი გაბიონი მოეწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგად დამეწყრილ მონაკვეთზე, 47 გრძივ მეტრზე დამცავი გაბიონი მოეწყო.

გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე “მწვანე ეზოში” შეეძლებათ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრში "მწვანე ეზოში" (იას კაფე) ფეხბურთის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ დიდ ეკრანზე თვალი ადევნონ ევროპის ჩემპიონატის ყველა საფეხბურთო მატჩს. 18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩის ჩვენება 20:00 საათზე დაიწყება.

პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის...

იუვენტუსელებს ქომაგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარმატებულ იუვენტუსელებს ქომაგებმა წალენჯიხის მთავარ მოედანზე საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. 80 ქვეყანას შორის წალენჯიხის იუვენტუსის ბავშვთა ფეხბურთის აკადემიის აღსაზრდელები მეექვსე ადგილზე არიან.

წალენჯიხაში სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამაში ჩართვის მსურველმა სტუდენტებმა, უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები: •შევსებული განაცხადი; •პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; •ცნობა სასწავლებლიდან,სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ; •საბანკო რეკვიზიტები; პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ სტუდენტებს : •სოციალურად დაუცველები; •სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახიდან(ოთხი და მეტი შვილი); •მზრუნველობამოკლებული(დედით და მამით...

წალენჯიხის “იუვენტუსი” მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

წალენჯიხის "იუვენტუსმა" პოლონეთის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. „წალენჯიხის იუვენტუსმა“ ორ დღეში სამიდან სამივე თამაში მოიგო და რვა საუკეთესო გუნდს შორის არის, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. 

ობუჯში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. "ხიდის რეაბილიტაცია ნაიშმარუს ღელეზე, ახალი ხიდის მშენებლობა გალურის უბანში და ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობა სასონგულიოს უბანში."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წალენჯიხის “იუვენტუსის” ბავშვთა აკადემიის გუნდის წარმატება

წალენჯიხის იუვენტუსი ტურინში (იტალია) ბრიტანეთის გუნდს შეხვდა და 12:1 მოიგო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საღამოს, წალენჯიხის იუვენტუსი ლოს ანჯელესს შეხვდება. ინფორმაციისთვის: წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემია ოფიციალურად 30 მაისს გაიხსნა. გახსნას ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი დევიდ ტრეზეგე ესწრებოდა.

ლევან II დადიანის აკლდამის გარშემო მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიწყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში განთავსებული სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანისა და მისი მეუღლის, დედოფალ ნესტან-დარეჯანის, განსასვენებელი აკლდამის ქვის რესტავრაცია. სააგენტოს ცნობით, პირველ ეტაპზე სამარხი გასუფთავდა მიწისგან, ასევე, ფოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან, გაიწმინდა აკლდამაში არსებული, ჩუქურთმით დამშვენებული, მარმარილოს დამტვრეული ქვა. განხორციელდა აკლდამის 3D სკანირება,...