დღეს ვალერი ბაძაღუა დაკრძალეს

დღეს, წალენჯიხაში უკრაინაში დაღუპული 23 წლის ვალერი ბაძაღუა დაკრძალეს. ქართველი მებრძოლი მშობლიურ მიწაზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გარემოს ეროვნული სააგენტო – 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

წალეჯიხაში უკრაინაში მებრძოლი ვალერი ბაძაღუას ცხედარი ჩამოასვენეს

წუხელ, ღამით, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 23 წლის ვალერი ბაძაღუას ცხედარი. მშობლიურ სოფელში მას ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ახალგაზრდები საპატიო ყარაულის სახით დახვდნენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტიკს მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გლოვის ნიშნად დაშვებულია შავი ლენტით საქართველოს სახელმწიფო დროშები. უწყების ცნობით, გადმოსვენების პროცესიას დახვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების...

27-31 ივლისს ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

რუსეთ-უკრაინის ომს ვალერი ბაძაღუა შეეწირა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი წალენჯიხელი, ჯგალელი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა შეეწირა. "მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს. დედით უკრაინელი და მამით ქართველი თავგანწირულ ბრძოლას შეეწირა. მშობლიურ მიწაზე, წალენჯიხაში მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ."-ნათქვამია განცხადებაში.

მერია: სტუდენტური დღეები 2025 მალე სტარტს აიღებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტუდენტური დღეები 2025 მალე სტარტს აიღებს. პროექტის მიზანია, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეტი სოციალიზაცია, სპორტისა და კულტურის პოპულარიზაცია პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შორის ტარდება კულტურულ-გასართობი, სპორტული და ინტელექტუალური კონკურსები, რომელსაც კომპეტენტური ჟიური აფასებს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები 4 გუნდად დაიყოფიან და ორი კვირის მანძილზე ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ,...

წალენჯიხაში სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება მესამე წელია გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეიდან 60-მდე სტუდენტი სამუშაოს სხვადასხვა ა(ა)იპ-სა და მერიის სტრუქტურებში დაიწყებს მუშაობას. "ახალგაზრდებს შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და წარმატებები უსურვეს. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი პროფესიის ფარგლებში, გაიარონ სტაჟირება და ჩამოყალიბდნენ, როგორც მომავალი პროფესიონალები....

22-24 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. “ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება....

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა. “მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა გავრცელებული მავნე პრაქტიკაა. მიუხედევად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას რეგულარულად აფრთხილებს, არ განახორცილონ მსგავსი მოქმედება, გადაწვის...

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებში

ჯანდაცვის სამინისტრო, რისკის ჯგუფებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა დაიცვან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის...