წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუჟავაში მცხოვრებ ვალერი არქანიას ოჯახში მივდივართ,- მისი ბაღი უნდა დავათვალიეროთ და თქვენც გაგაცნოთ. -მიყვარს სიმწვანე. შესაბამისად, გადავწყვიტე, ჩემს ეზოში ბაღი გამეშენებია. შევიძინე ულამაზესი მცენარეები: პალმები, მაგნოლიები, აგავები... -რა დრო დაგჭირდათ თქვენი ოცნებებისთვის ფრთები რომ შეგესახათ ? - 1971 წელს დავიწყე ეზოს გალამაზება. ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობისას ვიყიდე ნერგები...
გაიცანით შალვა გორდულავა
შალვა (შაკო) გორდულავა ჯვარელია,- „დედა ჯვარიდან“ ვარო, მეთორმეტეკლასელია, გამშვენებული სანთლების ოსტატი. თუმცა რისი ოსტატი არ არის? ქარგავს, ხატწერაში მუშაობს, ლამაზი თვლებით ამშვენებს წმინდანების სახეებს. მშვენიერ სამაჯურებს და ყელსაბამებს აწყობს ნატურალური ქვებისგან. ზის ახლა ჩემთან, პიჯაკის სხვადასხვა ჯიბიდან იღებს თავის უზადო ნამუშევრებს და ძალიან დამაჯერებლად მიხსნის, რომელი ქვა, ადამიანის სხეულის რომელ ორგანოს...
თანამშრომლობიდან სიყვარულამდე
“ზუგდიდელები” ერთ საინტერესო წყვილს ესტუმრა წინასაახალწლოდ ოჯახში: წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი, ბატონი რობერტ გელოვანი და აფრიკელი მოხალისე მასწავლებელი ქალბატონი ემი მეიბურგი სულ ერთი თვეა დაქორწინდნენ. ინტერვიუ ოჯახურ, თბილ გარემოში შედგა, ქართულ-აფრიკული ტრადიციული კერძების თანხლებით. -ორიოდე სიტყვით თქვენ შესახებ?რობერტი: – მე ვარ რობერტ გელოვანი, ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი. სკოლაში მუშაობის 38 წლის...
მურად ჭანტურია–ცხოვრება შუადღის შემდეგ
ფაქტობრივად, ეს ჩემთვის პირველი ინტერვიუა. ჩემი დღევანელი რესპონდენტი 65 წლის წარმატებული მწერალი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე მურად ჭანტურიაა. სკოლის დამთავრებისთანავე, 1971 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, ერთი წლის შემდეგ – ხელოვნებათმცოდნეობის მეორად ფაკულტეტზეც. ამბობს, ბებიას ყოველთვის უნდოდა, მისი შვილიშვილი ექიმი გამხდარიყო, თუმცა არჩევანი თვითონ გავაკეთეო, პროფესიად ჟურნალისტობა ავირჩიე და ოჯახიდან,...
წალენჯიხელების სიამაყე
წყარო კალისტრატე სალიაზე წერს: დაიბადა 1901 წლის 28 აგვისტოს ს.ჯგალის ერთ–ერთ უბანში ლარა მედანში.1921 წელს მიემგზავრება უცხოეთში და ირიცხება ბერლინის უნივერსიტეტთან არსებულ გერმანული ენის ინსტიტუტში, შემდგომ ქალაქ ჰალეს ,,ანდერზაალეს“ უნივერსიტეტში და ამთავრებს მას.1924 წელს გადადის საფრანგეთში და იწყებს მუშაობას პარიზის გაზეთ ,,კალილიენის“რედაქტორად, აქ ღებულობს ჰუმანიტარული დარგის ლიცენზიანტის ხარისხს. 1927 წელს...
ირაკლი შამუგია: მეხატება და ვხატავ
ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარი ირაკლი შამუგია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავადანაა. სწავლობს ამავე სოფლის საჯარო სკოლაში და აბიტურიენტია. "წალენჯიხელებთან" ამბობს, რომ ხატვა დაიწყო 7 წლის ასაკში. მისი პირველი ნახატი იყო "თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი", თუმცა არც ახსოვს ნამუშევრის შესრულების პროცესი. კითხვაზე, თუ რა ფერს ანიჭებს უპირატესობას და ვინ არის მისი მუზა,...
შეხვედრები მედიაწიგნიერებისთვის
ჯვარის სათემო განათლების ცენტრში PEOPLE IN NEED -ის და USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: ,,დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით" ფარგლებში ჩატარდა დოკუმენტური ფილმის "ახალი ამბების" ჩვენება და განხილვა. შეხვედრა ჯვარის სათემო ცენტრშიშეხვედრა ჯვარის სათემო განათლების ცენტრში პროექტი მედიაწიგნიერების თემაზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიების წარმართვას ითვალისწინებს. ვორქშოპები 5 თვის მანძილზე გაგრძელდება და...
დათო ბაბუას სამყარო
დათო ბაბუა წალენჯიხელია, მიქაველი. მის სოფელში დიდი და პატარა ამაყობს ამ საინტერესო ადამიანით, რომელმაც მისი ნახელავი ეკოლოგიურად სუფთა ხელთნაკეთი სათამაშოებით, მთელს საქართველოში გაითქვა სახელი. ჩვენი საინფორმაციო პორტალი დათო ბაბუაზე ვრცელ მასალას ამზადებს...
რატომ ბანდნენ პატარძლები ოჯახის სტუმრებს ფეხებს?
გიფიქრიათ, როგორ უყვარდათ თქვენი ოჯახების უფროს თაობებს? ყველა ეპოქაში ხომ თავისებურად უყვართ და თავისებურად გამოხატავენ ამ სათუთ გრძნობას. ბებიაჩემი, 95 წლის ტატიანა ჭკადუა, გასული საუკუნის 50-იანი წლების წყვილების სასიყვარულო ისტორიაზე და ტრადიციებზე გვიყვება: „ტკბილი იყო ჩემი და ბაბუაშენის სიყვარულის ისტორია. თქვენ, ახლა, მესიჯებს წერთ ერთმანეთს და ყოველწუთიერი კავშირი გაქვთ, მაშინ...
მე მინდოდა მეთქვა ის, რაც სხვებმა ვერ თქვეს
ახალგაზრდა შემოქმედი დანიელ გერგედავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარიდანაა. იგი არის ფეხბურთელი ამჟამად ის თამაშობს წალენჯიხის ,,სქური''-ში, ამავდროულად წერს ლექსებს. ,,წალენჯიხელებთან''ამბობს, რომ წერა სამი წელია დაიწყო. "მიყვარს კითხვა და პოეზია. საყვარელი პოეტები გახლავთ: ოთარ ჭილაძე, ტარიელ ჭანტურია, გურამ ჯახუტაშვილი. შესანიშნავი წერის სტილი აქვთ და საინტერესო მიგნებები. კითხვაზე, რას ეხებოდა მისი პირველი...