ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან გიორგი სანტურიანთან ერთად ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და...
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გიორგი შარაბიძე პირადად გაეცნო და დეტალური ინფორმაცია მიიღო იმ საქმიანობებისა და მიმდინარე აქტივობების შესახებ, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესში ახორციელებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო...
ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა უსკოსთან
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებ არსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს განხილული ორ...
საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაერების დარიგება. „ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16...
წალენჯიხელი ლუკა წულაიას წარმატება
წალენჯიხელი ლუკა წულაია, Mohammed bin Zayed University of Artificial Intelligence-ში (MBZUAI), სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უნივერსიტეტი აბუ დაბიში მდებარეობს და ის მსოფლიოში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბაკალავრის ხარისხს სთავაზობს სტუდენტებს. ლუკა კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია და საქართველოს მათემატიკის ნაკრების წევრი.
ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე წარმოშობით წალენჯიხელი ლადო ჭანტურია 2024 წლის 23 სექტემბერს ფარული კენჭისყრის გზით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ლადო ჭანტურიას დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს წარმატებას....
წალენჯიხაში ჩოგბურთის კორტები გაიხსნა
წალენჯიხაში ჩოგბურთის კორტები გაიხსნა. ჩოგბურთის კორტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი. მისი ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს. კორტზე განთავსებულია ტრიბუნები მაყურებელთათვის და ღამის განათება. ფოტო: წალენჯიხის მერია
წალენჯიხაში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქის ცენტრში იგეგმება მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრის მშენებლობის მიზანია ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინება და მათთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტში.
წალენჯიხელი სპორტსმენების წარმატება
ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის კიკბოქსინგის წრის ნორჩმა სპორტსმენებმა ქალაქ ქობულეთში, რეგიონლურ ტურნირში "ზღვის თასი" მიიღეს მონაწილეობა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ნიკუშა აქუბარდია პირველი ადგილის მფლობელი გახდა, გიგი ჭანტურია კი მეორე ადგილზე გავიდა.
წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ
წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დააჯილდოვა და მათ ღვაწლზე ისაუბრა ასევე, მათ მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის და წარმატებები უსურვა. წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: ზაურ გვასალია, ზურაბ მიქავა, იზოლდა ფიფია და გურამ შელია. ზურაბ მიქავა-მის სახელს უკავშირდება ძნელბედობის ჟამს ქალაქ წალენჯიხაში ჭადრაკის სახლის გახსნა....