ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემიის პირველი გამოშვება შედგა

წალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემიის პირველი გამოშვება საზეიმოდ შედგა. ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მერიის ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებას დაესწრო აკადემიის დამაარსებელი მამუკა ხაზარაძე, ასევე სტუმრები შორის იყვნენ ჰოლანდიის "ვაგენჰეიგის"უნივერსიტეტის პროფესორ-ექსპერტები, საკრებულოს წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები და ახალგაზრდები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა...

წალენჯიხაში გაიმართა შეხვედრა მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე

წალენჯიხის ტერენტი გრანელის სახელობის პარკში მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024-ის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებთან შეხვედრები გამართეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკონსულტაციო შეხვედრაზე მოქალაქეებს მიწის სიტემური რეგისტრაციის რეფორმაზე სრული ინფორმაცია მიეწოდათ. შეხვედრაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები ,მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ...

“სტუდენტური დღეები 2022” დაიწყო

წალენჯიხაში “სტუდენტური დღეები 2022” დაიწყო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ქუჩის თეატრთან ერთად ქალაქის ქუჩები მუსიკით შემოიარეს. ოფიციალური გახსნის შემდეგ ფერების ფესტივალი გაიმართა. საღამო ფეიერვერკებითა და DJ ალექსის კონცერტით დასრულდა. ინფორმაციისთვის: სტუდენტური დღეები 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება ოთხ ჯგუფად გაყოფილი სტუდენტები ხვალიდან უკვე ერთმანეთს შეეჯიბრებიან. გამარჯვებულებს კი სიურპრიზები ელოდებათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო მოსახლეობას აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების...

სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო...

მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სათავე ნაგებობის ამოწმენდა განხორციელდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში კომუნალური სამსახურის მიერ, მოსახლეობასთან ერთად, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის ამოწმენდა განხორციელდა. "მდგომარეობა სავალალო იყო და ხშირ შემთხვევაში ეს მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევდა".-ნათქვამია ინფორმაციაში.

წალენჯიხაში, აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს წალენჯიხიდან ოთხი პიროვნება შეეწირა: მეომრი კობა ხარჩილავა და 9 აგვისტოს გორის გზაზე ტრგიკულად დაღუპულები ერეკლე, ენვერ და დალი ჭანიები.

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით შეხვედრა-დისკუსია გაიმართა

წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. შეხვედრას დაინტერესებული მოქალაქეები, ახალგაზრდები, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპიკერი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია გახლდათ. საუბრები შეეხო საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს, 8 აგვისტოს მოვლენებს და იმ ჰიბრიდულ ომს, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ დღემდე აწარმოებს. წალენჯიხის...

“რუსეთი ოკუპანტია”, პუტინი ტერორისტია” – წალენჯიხაში საპროტესტო ბანერი გააკრეს

აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, წალენჯიხის ცენტრში "დროას" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ სიჭინავამ ბანერი გააკრა. "რუსეთი ოკუპანტია", "პუტინი ტერორისტია" - ამ შინაარსის წარწერებია ბანერზე დატანილი, რომელიც სტამბის შენობაზეა გაკრული. "მოქალაქეები ჩერდებოდნენ და გვეხმარებოდნენ ბანერის გასწორებაში. ქვემოდან გვაძლევდნენ მითითებებს", - ამბობს მარიამ სიჭიანავა.

მედანში საავტომობილო გზის სარეაბილიატაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 - კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობა და დამეწყრილი მონაკვეთის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მედანის საავტომობილო გზის ღირებულება 4 525 548 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პასაჟი საქართველო“ ასრულებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით...