რეალურ დროში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება უკვე ზუგდიდშიც შესაძლებელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან, “B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურშიც შეძლებენ, რადგან ზუგდიდში უკვე დასრულდა გზებზე მიმდინარე შესაბამისი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. “პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულშია...

ლეცინდეს უბანში მოსახლეობის წყალმომარაგება აღდგენილია

ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის-ლეცინდეს უბანში მოსახლეობის წყალმომარაგება აღდგენილია. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაზიანდა წყალსაქაჩი ძრავი, რამაც სასმელი წყლით უზრუნველყოფა დროებით შეაფერხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასმელი წყლის მიწოდება აღდგენილია, სამუშაოები ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფისა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით შესრულდა. ამ ეტაპზე 120 ოჯახს სასმელი წყალი სრული...

ახალგაზრდა მეგრელი მეღვინის გზა ადესადან-ოჯალეშამდე

ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე გელა გვასალია "ღვინის კლუბის“ წევრებმა 6-7 წლის წინ გაიცნეს. შემდეგ გელა სამეგრელოს, კერძოდ მშობლიურ წალენჯიხას დაუბრუნდა და სოფლის მეურნეობას სერიოზულად მოჰკიდა ხელი. გელა პროექტ „ღვინის სოფელის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია და არ ტოვებს არც ერთ ლექცია-სემინარს, რომელსაც „ღვინის კლუბის“ ექსპერტები სამეგრელოში ატარებენ. ჩვენი საუბარი „ღვინის სოფლის“ პარტნიორი მარნის, „ტალერის ვენახების“...

“გჯეროდეს სიკეთის ძალის”-საქველმოქმედო ღონისძიება წალენჯიხაში

22 ნოემბერს, სამშაბათს, საღამოს 17:00 საათზე, ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში წალენჯიხის მკვიდრის, ლევან ადონიას დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. "სიკეთე გადამდებია, გთხოვთ შემოუერთდეთ საქველმოქმედო ღონისძიებას, გადავარჩინოთ სიცოცხლე".-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წალენჯიხაში წყალმომარაგების სამუშაოები განხორციელდება – 27 მილიონიან პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული "ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ქვეყნის ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის გამოაცხადა ტენდერი საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას, სათავე ნაგებობის მოწყობას, რეზერვუარების, შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობასა და აბონენტების გამრიცხველიანებას. ახალ...

ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 პროექტი განხორციელდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 პროექტი განხორციელდა. უწყების ცნობით, ლეშამუგეს უბანში სასმელი წყლის მაგისტრალის შეცვლა-რეაბილიტაცია, ლეშამუგეს საბავშვო ბაღის სასმელი წყლის მილების შეცვლა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ლეშამუგეში ცხაურებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, ლექუხილეს უბნის გზაზე ბეტონის საფარის დაგება, ლებაღეს უბანში ცხაურების მოწყობა,...

მედანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდრება მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს, თუმცა ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოხერხრდა.

სასონგულიოს უბანში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოები დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სასონგულიოს უბანში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოები დასრულდა. უწყების ცნობით, აღნიშნული სამუშაოები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა. მოსახლეობა დღეიდან ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. შესრულებულ სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ...

წალენჯიხაში მაზანდარას უბანში დაზიანებული საფეხმავლო ხიდის ადგილას საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა

წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში ბოლო სტიქიის შედეგად დანგრეული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით მაზანდარას უბანში გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს საავტომობილო ხიდით სარგებლობა დღეიდან შეუძლიათ. ადგილობრივ მოსახლეობას 30 წელზე მეტია აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო ხიდი არ...

წალენჯიხაში მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამაზე ისაუბრეს

თხილის კულტურის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კულტურის სახლის დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, საქართველოს მთავრობის მიერ მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამაზე ისაუბრა. ინფორმაციისთვის: მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3...