საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს, წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი" მიმდინარეობს. „წელს „გრანელი" წალენჯიხაში მეორედ ტარდება. წალენჯიხას ლიტერატურული ფესტივალი"გრანელის" ფარგლებში 30 ავტორი ეწვევა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 29 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა მერიის მიერ ინიცირებულ ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა მერიის შიდა ეკონომიის საფუძველზე მობილიზებული თანხების (150 ათასი ლარი) მერიის ა(ა)იპ-ებისთვის გადაცემას მათივე მოთხოვნით. "აღსანიშნავია, რომ ეს თანხა აღმასრულებელი რგოლის მიერ თავისი ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, წალენჯიხის საკრებულოს...
ქალაქ ჯვარის მოსახლეობა წყალმომარაგების ახალი სისტემით აგვისტოდან ისარგებლებს
ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამუშაოები აგვისტოში დასრულდება და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება სატესტო რეჟიმში დაიწყება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ქ.ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოების ვადაში დაუსრულებლობის გამო კონტრაქტორი კომპანია დაჯარიმდა. კომპანიას As Inshaat LLC (აზერბაიჯანი), სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დაუსრულებლობის გამო, საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს ოდენობით დაეკისრა. პროექტის ჯამური...
ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები გაიზარდა
პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...
კონკურსი გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის. სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის...
“გრანელი” 2-3 ივლისს გაიმართება
ძლიერი წვიმებისა და უამინდობის გამო, შეიცვალა წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის თარიღი. 1-2 ივლისის ნაცვლად, ფესტივალი გაიმართება 2-3 ივლისს, წალენჯიხაში, გრანელის პარკში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, 2 ივლისს დაგეგმილია წიგნების გამოფენა-გაყიდვა, მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამას კი 2-3 ივლისს წარმოგვიდგენენ ავტორები.
ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის წყოუშისა და ქალაღალის უბანსაც. ჩაანგრია ხიდბოგირები, დაიმეწყრა ტერიტორიები, დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, დაზიანდა შიდა საუბნო გზები. უწყების ცნობით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში. საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიმეწყრა ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში.
წალენჯიხაში უხვმა ნალექმა ისევ პრობლემები შექმნა
ძლიერი წვიმის შედეგად, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგვილეს უბანში ( ნაგურუ ) სამანქანე ხიდი მთლიანად დაზიანდა, რის გამოც 12 ოჯახი ჩაიკეტა. დაზიანდა ხიდის ბურჯებიც და დგება ჩანგრევის საშიშროება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილზე ეცნობიან შექმნილ ვითარებას.
წალენჯიხაში ხიდ-ბოგირებისა და სახლამდე მისასვლელი გზა გაიწმინდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა ლოკაციებზე განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდ-ბოგირებისა და სახლამდე მისასვლელი გზის გაწმენდა- აღდგენითი სამუშაოები. აღნიშნულ სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეცტექნიკა ასრულებს.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 12 პირი. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის...









