მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა. „საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.” -ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
1 და 2 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...
დღეს ვალერი ბაძაღუა დაკრძალეს
დღეს, წალენჯიხაში უკრაინაში დაღუპული 23 წლის ვალერი ბაძაღუა დაკრძალეს. ქართველი მებრძოლი მშობლიურ მიწაზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
გარემოს ეროვნული სააგენტო – 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).
წალეჯიხაში უკრაინაში მებრძოლი ვალერი ბაძაღუას ცხედარი ჩამოასვენეს
წუხელ, ღამით, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 23 წლის ვალერი ბაძაღუას ცხედარი. მშობლიურ სოფელში მას ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ახალგაზრდები საპატიო ყარაულის სახით დახვდნენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტიკს მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გლოვის ნიშნად დაშვებულია შავი ლენტით საქართველოს სახელმწიფო დროშები. უწყების ცნობით, გადმოსვენების პროცესიას დახვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების...
27-31 ივლისს ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).
რუსეთ-უკრაინის ომს ვალერი ბაძაღუა შეეწირა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი წალენჯიხელი, ჯგალელი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა შეეწირა. "მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს. დედით უკრაინელი და მამით ქართველი თავგანწირულ ბრძოლას შეეწირა. მშობლიურ მიწაზე, წალენჯიხაში მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ."-ნათქვამია განცხადებაში.
მერია: სტუდენტური დღეები 2025 მალე სტარტს აიღებს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტუდენტური დღეები 2025 მალე სტარტს აიღებს. პროექტის მიზანია, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეტი სოციალიზაცია, სპორტისა და კულტურის პოპულარიზაცია პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შორის ტარდება კულტურულ-გასართობი, სპორტული და ინტელექტუალური კონკურსები, რომელსაც კომპეტენტური ჟიური აფასებს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები 4 გუნდად დაიყოფიან და ორი კვირის მანძილზე ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ,...
წალენჯიხაში სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება გრძელდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება მესამე წელია გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეიდან 60-მდე სტუდენტი სამუშაოს სხვადასხვა ა(ა)იპ-სა და მერიის სტრუქტურებში დაიწყებს მუშაობას. "ახალგაზრდებს შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და წარმატებები უსურვეს. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი პროფესიის ფარგლებში, გაიარონ სტაჟირება და ჩამოყალიბდნენ, როგორც მომავალი პროფესიონალები....
22-24 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. “ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება....








