22-23 ივლისს, ფოთში, ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი კარატეში, სადაც მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის სასპორტო ცენტრის კარატეს წრის აღსაზრდელებმა. ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი-ზარქუა ნიკა; პირველი ადგილი-იზორია ალექსი; მწვრთნელი-ემზარ სოსელია პირველი ადგილი-კონჯარია ლუკა; მწვრთნელი-ლუკა ლუკავა
მუჟავას საჯარო სკოლას, ღამის განათებები ექნება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზღვრისპირა მუჟავას საჯარო სკოლას, ღამის განათებები ექნება - ინიციატივა მოსახლეობას ეკუთვნის, ხოლო იდეას ა(ა)იპ ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. უწყების ცნობით, მუჟავას საჯარო სკოლაში, განათებების მონტაჟი უკვე დასრულებულია და როგორც მერის წარმომადგენელი მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში აცხადებს, სკოლა დღეიდან განათდება. “აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი წერილი...
დღეს, წალენჯიხაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლით წამლობა განხორციელდება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეს 21:00 საათიდან წალენჯიხაში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეცტექნიკაა მობილიზებული, რათა ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოორდინაციით ხორციელდება. "წამლობა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. თერმული ნისლით დამუშავება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება....
წალენჯიხაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლით წამლობა განხორციელდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 18 ივლისს, 21:00 საათზე, ქალაქ წალენჯიხაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლით წამლობა განხორციელდება. "სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება. ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ხორციელდება და ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობაც ღამის საათებში ჩატარდება."-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლი სრულად რეაბილიტირდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლი სრულად რეაბილიტირდა. უწყების ცნობით, აღნიშნულ პროექტი ფორმულა ჯგუფისა და მერიის ნაწილობრივი თანადაფინანსებით განხორციელდა.პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შიდა სივრცე, გარე ფასადი, მოეწყო სველი წერტილები, გათბობის სისტემა, განათებები, დგამ-ავეჯი, ჭადრაკის დაფა და სხვა, შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებულია.
პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა.
წალენჯიხელი სპორტსმენების წარმატება
ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის კიკბოქსინგის წრის ნორჩმა სპორტსმენებმა ქალაქ ქობულეთში, რეგიონლურ ტურნირში "ზღვის თასი" მიიღეს მონაწილეობა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ნიკუშა აქუბარდია პირველი ადგილის მფლობელი გახდა, გიგი ჭანტურია კი მეორე ადგილზე გავიდა.
გია ხარჩილავამ ჯვარის ახალადდანიშნული მერის წარმომადგენელი წარადგინა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ა(ა)იპ ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში იმყოფებოდა, სადაც ქალაქ ჯვარის ახალადდანიშნული მერის წარმომადგენელი პაატა წურწუმია წარადგინა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა შეხვედრაზე ისაუბრა ჯვარში არსებულ პრობლემებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე, სტიქიის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე. "მან აქვე მადლობა გადაუხადა დასუფთვებისა და კეთილმოწყობის სამსახურს გაწეული მუშაობისათვის....
ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” აგრძელებს განაცხადების მიღებას
ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და მოიცავს სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონს (სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) აცხადებს “ერთი ლექსის კონკურსს”. დაინტერესებულ პირებს ნაწარმოებების წარმოდგენა შეეძლებათ 1 აგვისტომდე. ფესტივალი კი, 1, 2, 3 სექტებერს გაიმართება. (ელ-ფოსტა: quji2019@gmail.com) დებულება 1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლებში გამარჯვებული ავტორებისა). 2. კონკურსის...
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა კომისიებმა დაიწყეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს. უწყების ცნობით, სამუშაოების დროულად და კოორდინირებულად ჩატარებისთვის რეგიონში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის...










