სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების სასწავლო სახელოსნოს აშენებს. სახელოსნო კოლეჯის „ლაკადა“ პრაქტიკული სასწავლო...
“შეცვალემ” და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს
დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საბერიო-ფახულანის საოკუპაციო ხაზთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის დროს დაწესებული 5 დღიანი კარანტინი გააპროტესტეს.
წალენჯიხაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროსითვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ვაქცინაციის ინფორმაციასთან დაკავშირებით დარეკეთ ცხელ ხაზზე -15 22
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.
თანამშრომლობიდან სიყვარულამდე
“ზუგდიდელები” ერთ საინტერესო წყვილს ესტუმრა წინასაახალწლოდ ოჯახში: წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი, ბატონი რობერტ გელოვანი და აფრიკელი მოხალისე მასწავლებელი ქალბატონი ემი მეიბურგი სულ ერთი თვეა დაქორწინდნენ. ინტერვიუ ოჯახურ, თბილ გარემოში შედგა, ქართულ-აფრიკული ტრადიციული კერძების თანხლებით. -ორიოდე სიტყვით თქვენ შესახებ?რობერტი: – მე ვარ რობერტ გელოვანი, ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი. სკოლაში მუშაობის 38 წლის...
მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორია
მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა. მალხაზ თორია აქამდე სახელმწიფო რწმნუნებულის მოვალეობას ასრულებდა. დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.
ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი
ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი 1987 წელს გაიხსნა, 2009 წელს განხორციელდა მისი რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია. მუზეუმში დაცულია პოეტის ხელნაწერები, ფოტომასალა, ტერენტი გრანელის (1897-1934 წწ.) ოჯახის კუთვნილი ყოფითი და ეთნოგრაფიული ნივთები.
ირაკლი შამუგია: მეხატება და ვხატავ
ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარი ირაკლი შამუგია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავადანაა. სწავლობს ამავე სოფლის საჯარო სკოლაში და აბიტურიენტია. "წალენჯიხელებთან" ამბობს, რომ ხატვა დაიწყო 7 წლის ასაკში. მისი პირველი ნახატი იყო "თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი", თუმცა არც ახსოვს ნამუშევრის შესრულების პროცესი. კითხვაზე, თუ რა ფერს ანიჭებს უპირატესობას და ვინ არის მისი მუზა,...
რიკოთის უღელტეხილზე სამი დღე მოძრაობა შეიზღუდება
9,10 და 11 თებერვალს, 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია ,,ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ – საქართველოს ფილიალს,...
“სკური”-სასარგებლო მინერალური წყალი
კურორტი სქური ზღვის დონიდან 450-500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გარშემორტყმულია წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით დაფარული მაღალი მთებით. როგორც ამბობენ, კურორტის ტერიტორიაზე, უძველეს დროში, კლდეკარი არსებობდა თურმე. კლდეკარის ჩაგმანვის შემდეგ, მტრისგან დაცული ხდებოდა მოსახლეობა. გასული საუკუნის დასაწყისში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სკურის წყალი უჩვეულოდ მდიდარი იყო მინერალური მინაერთებით. 1920 წლიდან, სკურის წყალმა,...










