საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2990 პირი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ, საქართველოში 37 717 ტესტი ჩატარდა. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა, აჭარა – 220, იმერეთი – 498, ქვემო ქართლი – 194, შიდა ქართლი...
წალენჯიხის “ევექსის” კლინიკაში 7 კოვიდპაციენტი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 172 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 42 ადამიანი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 37 კოვიდპაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდპაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 3 ადამიანი. აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა...
წალენჯიხას „მობილური იუსტიციის სახლი“ სტუმრობს
იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს, საპილოტე რეჟიმში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ასრულებს სამუშაოს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამინისტროს ახალი მომსახურებით ისარგებლეს, როგორც ლიის, ასევე მეზობელი ადმინისტრაციული ერთეულების მცხოვრებლებმა. „მობილური იუსტიციის სახლი საპილოტე რეჟიმში პირველ ეტაპზე 5 „მობილური იუსტიციის სახლი“ 6 რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის, საბოლოოდ კი,...
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია 13 სექტემბრიდან დაიწყება
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
წალენჯიხაში სტიქიამ ირაკლი ქობალიას სახლი დააზიანა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიამ ადგილობრივი მოსახლის, ირაკლი ქობალიას საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს მთლიანად ახადა სახურავი, რამაც ეზოში მყოფი ავტომობილებიც დააზიანა. ქარს თან ერთოდა ძლიერი წვიმა. ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ცოტნე შონია. სახლის გადახურვა მოხდა დროებითი გადასახური მასალით. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები....
“საქართველოსთვის” წალენჯიხაში მერობის კანდიდატად ხვიჩა მებონია იბრძოლებს
დღეს, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ, წალენჯიხის მერობის კანდიდატად ხვიჩა მებონია დაასახელა.
მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარადგინა
დღეს, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად თამარ ბელქანია დაასახელა.
კორონავირუსით წალენჯიხის სამი მცხოვრები გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 22 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 180 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 55. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 40 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 47 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პირი. აბაშის ევექსის...
ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება. “4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.