29 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ჯვარში, წერეთლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ჯვარში, წერეთლის ქუჩაზე, შიდა საუბნო გზის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი ხიდ-ბოგირის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 770 ათას ლარამდე თანხა გამოიყო, პროექტი გარდამავალია და ის 2026 წელს დასრულდება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ თევზჭერის აკრძალული საშუალებები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი...

სეს-ი მოსახლეობას მოუწოდებს არ შეიძინონ რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რძის ნიმუშებს ამოწმებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რძე ლაბორატორიულად 24 მაჩვენებლზე მოწმდება, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (ანტიბიოტიკების), აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა. “სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც...

წალენჯიხის მერიამ ლელა ფიფიას მრავალშვილიან ოჯახს სახლი აუშენა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრისით კიდევ ერთი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ეწერში მცხოვრებ ლელა ფიფიას მრავალშვილიან ოჯახს სახლი აუშენა. ბენეფიციარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდული შეხვდა და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ოჯახს წარმატებები უსურვა. პროგრამა გათვლილია უკიდურესად...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და იმოქმედონ კანონის შესაბამისად. “შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად. ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს...

ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე. მან 215,363 ამომრჩევლის ხმა, 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2025 წლის 4 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით...

წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ფრენბურთის გოგონათა გუნდის წარმატება

წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ინფორმაციით, წალენჯიხაში, ჩატარდა "თანამეგობრობის თასი 2025-2026" -ის მესამე და მეოთხე ტური, სადაც წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ფრენბურთის გოგონათა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და პირველ ჯერზე ქობულეთის გუნდთან, შემდგომ კი ცაგერის გუნდთან მოახერხა დამაჯერებელი გამარჯვება. გუნდმა ორივე შეხვედრაში ჯამურად აიღო 6 ქულა. წალენჯიხა "ალტაირი" 2:0 ქობულეთი. წალენჯიხა "ალტაირი" 2:0 ცაგერი.

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. უწყების ცნობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი...

9 ოქტომბრიდან მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის...