მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მომავალ წელს, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება. ამასთან, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20...
“წალენჯიხა-გრანელობა 2025” გაიმართება
1 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული "წალენჯიხა-გრანელობა 2025" სლოგანით "წიმი ევროპაშა" შედგება. ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრში, სოფლის ნობათი გამოიფინება და მეწარმეები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. არჩეული იქნება "საპატიო წალენჯიხელი", საჩუქარი გადაეცემათ, ას პოროცენტიანი გრანტის მფლობელ წალენჯიხელ სტუდენტებს. 18:00 საათზე კი ჯგუფი "რეგიონი" სპეციალურად წალენჯიხელებისათვის გამართავს კონცერტს.
30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...
წყოუშში, უხვი ნალექის შედეგად ქარდავების საცხოვრებელი სახლი დაინგრა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ წყოუშში, უხვი ნალექის შედეგად ქარდავების საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან...
წალენჯიხაში იუსტიციის სახლი აშენდება
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, წალენჯიხაში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ფილიალის ამოქმედების შემდეგ, წალენჯიხის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს. იუსტიციის სახლის ფილიალი მორგებული იქნება შეზღუდული...
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხაში მობილური ჯგუფების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს მობილური ჯგუფების სამუშაოს შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ დასაქმების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრების მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, აქტიური პროგრამებისა და ვაკანსიების გაცნობა. სააგენტოს კონსულტანტებმა მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადასხვა პროფესიული...
განათლების სამინისტრო – ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისროს ინფორმაციით, მსურველი პირები დარეგისტრირებას 2025 წლის 22 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2025 წლის...
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირების ნაწილი, მეწყრული პროცესიების შედეგად ჩაიხერგა სოფლის გზების ნაწილი. ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ჯგუფები. პრობლემურ გზებზე მოძრაობა გახსნილია. შექმნილ ვითარებას, სამეგრელო-ზემო სვანეათის სახელმწიფო რწმუბებული დავით ვერავა გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით,...
18 სექტემბერის დღის ბოლოდან მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...









