წალენჯიხელი კარატისტების წარმატება

თბილისში, ჩატარდა საერთშორისო ტურნირი "Open Tbilisi" კარატეში, სადაც მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის სასპორტო ცენტრის კარატეს წრის მოსწავლებმა და საპრიზო ადგილები დაიკავეს. ზარქუა ნიკა პირველი ადგილის მფლობელი გახდა, კონჯარია ლუკამ მეორე ადგილი მოიპოვა ხოლო ძანძავა ლიკამ მესამე ადგილი.

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.

ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად – ანრი ოხანაშვილის, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა, ყოფილ მინისტრებს – ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი...

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდიან

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე განიხილა. ეკომიგრანტი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. “ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა...

წალენჯიხელი საბა კაკუბავას ნახატების და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის საბა კაკუბავას ნახატებისა და კალიგრაფიული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, 15 წლის საბა კაკუბავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო - საგანმანათლებლო ცენტრის წარმატებული მოსწავლეა. საბამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი ნამუშევრები, ისაუბრა მათი შექმნის ისტორიასა და ჟანრების მრავალფეროვნებაზე....

ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს

ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება. “შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება  ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ...

ხვალ წალენჯიხაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ენერგო-პრო ჯორჯია, წალენჯიხის ფილიალის ინფორმაციით, ხვალ 20 ნოემბერს, დღის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, წალენჯიხის ქვესადგური 1-ის ჩართვასთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხასა და მიმდებარე ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ხვალ საქართველოში მოსალოდნელია ნაექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითდად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება. ‘თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და...

ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294.  არჩევნებში მონაწილეობა  2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ესენი არიან:  ქართული ოცნება;...