დევნილები ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღებას შეძლებენ – 10 000 ლარი თითო წევრზე

თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც არ აქვს მიღებული ბინა ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, ბინის ნაცვლად, ფულადი კომპენსაცია მიიღოს. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი. ფულადი...

მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 45 ლარით გაეზრდებათ

მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია პირველი იანვრიდან 415 ლარი გახდება. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. “მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა,...

წალენჯიხაში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ღონისძიება „გრანელობა“ გაიმართა

დღეს, წალენჯიხის კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, დიდი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება - „გრანელობა“ გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა პოეტის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. დეკანოზმა ილია სარიამ ტერენტი გრანელის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ღონისძიების ფარგლებში, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს, 24:00 საათზე სრულდება. აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე – vet.ge – შეუძლიათ. 2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის გაიზარდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შეთავაზებული ადგილების რაოდენობაც. ქვეყნის მასშტაბით, აპლიკანტებისთვის ჯამში 22 317 ადგილია განსაზღვრული, რაც პროფესიული განათლების მიღების მსურველებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ...

საჩინოში უფასო სკრინინგ – აქცია ჩატარდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის. ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს; 50-70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის; პროსტატის კიბოს...

ცნობილია მეორადი ჩარიცხვების ვადები და პირობები 2026 წლის აბიტურიენტებისთვის

2026 წლის აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა. „მეორად ჩარიცხვაში...

3 ოქტომბრამდე დროგამოშვებით ნალექი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის...

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელი აღდგენილია და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა. უწყების ცნობით, მინისტრმა მასწავლებლებს პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში...

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის ფარგლებში, არსებულ გრუნტოვან გზაზე ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაგურუში სამუშაოების დაწყების პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნანა კეკუასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ...