14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.
მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ...
საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: “საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა...
ახალი წლის დღეებში მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, 2 იანვრიდან კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 31 დეკემბერს და 1 იანვარს იწვიმებს, 2 იანვრიდან კი უნალექო ამინდია...
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. აღნიშნული გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად მიიღო. “ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით, სააგენტომ დევნილი ოჯახების მონიტორინგი განახორციელა და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე შეისწავლა....
წალენჯიხის მერია – წალენჯიხის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პოზიციაა, რომ წალენჯიხაში არ ჩატარდეს საახალწლო ზეიმი და კონცერტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არსებული მოვლენების ფონზე წალენჯიხის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პოზიციაა, რომ წალენჯიხაში არ ჩატარდეს საახალწლო ზეიმი და კონცერტი. "მიუხედავად იმისა, რომ ყველა შევთანხმდით აღნიშნულზე, ოცნებამ ბოლო მომენტში შეცვალა პოზიცია და გადაწყვიტა წალენიხაში გამართოს კონცერტი. ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ არსებული მოვლენების ფონზე, მუნიციპალიტეტის მერია კატეგორიული წინააღმდეგია თვითმარქვია მთავრობის...
3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე. დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 დეკემბერს მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა...
მოსახლეობის აღწერა 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში საველე სამუშაოების დასრულების ვადა წლის ბოლომდე გადაიწია. როგორც საქსტატში განმარტავენ, მონაცემების შეგროვება ორივე მეთოდით – როგორც კარდაკარის, ისე თვითრეგისტრაციის მეთოდით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. “საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა წელს პირველად თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო. რეგისტრაციის ეს ახალი ფორმა აღწერის...
წალენჯიხაში კონცერტი არ ჩატარდება და არ გაიმართება საახალწლო ღონისძიებები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი 2025 წლისთვის მზადება მიმდინარეობს, დაიდგა ნაძვის ხე და მოეწყობა საახალწლო ილუმინაციები. უწყების ცნობით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, წალენჯიხაში კონცერტი არ ჩატარდება და არ გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. "მიგვაჩნია, რომ დღეს, როდესაც ქვეყანაში სამართლის სახელით ძალადობენ მშვიდობიან მოსახლეობაზე, გაუმართლებელი და შეუსაბამოა პომპეზური ღონისძიებების გამართვა. წალენჯიხამ...
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით, 24-საათის განმავლობაში განახორციელებენ. „განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი...