პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა 11 ნოემბრიდან დაიწყება

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ბოლო ეტაპი 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, უნდა დააფიქსირონ არჩევანი იმ ერთ პროგრამაზე, რომელზეც სწავლის გაგრძელებას აპირებენ. არჩევანის გაკეთება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე – vet.ge...

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა. უწყების ცნობით, ადგილზე მოქალაქეების მიერ უკანონოდ იყო მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე გამოვლინდა მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული მორებისა და საშეშე მერქნის სატრანსპორტო საშუალებებით უკანონო გადაზიდვის ფაქტები. გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ჩატარდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის...

წალენჯიხაში, 9 ნოემბერს, სკრინინგ აქცია ჩატარდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ წალენჯიხაში, 9 ნოემბერს, 11:00 საათზე,სკრინინგ აქცია ჩატარდება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ: * ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის; * საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60...

სინოპტიკოსები 5 ნოემბერს ძლიერ ნალექსა და შტორმს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ხოლო დასავლეთ საქართველოში ზოგან – ძლიერი ინტენსივობით. სინოპტიკოსთა პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ამასთან, გორაკ-ბორცვიან და...

ცნობილია სად და რა განრიგით იმუშავებს სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge იქნება შესაძლებელი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 რეალიზაციის პუნქტი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

„ჩემი პირველი ნერგი“: წალენჯიხელი პირველკლასელები ეკოაქციას შეუერთდნენ

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო. პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და მასში, ქვეყნის მასშტაბით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მონაწილეობს. ფოტო: წალენჯიხსი მერია

წალენჯიხაში სახალხო დღესასწაული „წალენჯიხობა-გრანელობა“ აღინიშნა

წალენჯიხაში სახალხო დღესასწაული „წალენჯიხობა-გრანელობა“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობებით მიმდინარეობდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების კუთხეები, ეთნოგრაფიული და შემოქმედებითი სივრცეები, სადაც ადგილობრივებსა და ჩამოსულ სტუმრებს კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული ნიმუშების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების ოფიციალურ...

22 ოქტომბერს წალენჯიხა შემოდგომის დღესასწაულს აღნიშნავს – იხილეთ ღონისძიებების პროგრამა

22 ოქტომბერს წალენჯიხა ტრადიციულ „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღესასწაულს მასპინძლობს. იხილეთ ღონისძიების განრიგი: 11:00 საათზე - ტერენტი გრანელის ძეგლის გვირგვინით შემკობა; 11:20 საათზე - გუგე ცანავას სახელობის პარკში გაიმართება ღონისძიება ტერენტი გრანელზე, რომელიც საქსაფონისა და ვიოლინოს თანხლებით წარიმართება; 12:30 საათზე - ბორის დავითაიას მოხსენება ლევან დადიანზე; 13:00 საათზე - მოძრაობის თეატრის...

20-22 ოქტომბერს ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის ჩრდილო მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე –...

სეზონური გრიპის აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება – ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან იწყება

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს...