დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის პრესატაშეს მოადგილე კრისტინ იარნი და სოციალური მედიის კოორდინატორი ეთია ზავრაშვილი. სტუმარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული და მერის მოადგილე თამარ ბელქანია შეხვდნენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კრის იარნიმ ისაუბრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში "ამერიკული სივრცის" გახსნასთან დაკავშირებით, როგორც მან აღნიშნა, "ამერიკული სივრცე" გულისხმობს...
Blog
ალექსანდრე ძიძარიამ მხატვრულ ტანვარჯიშში პირველი ადგილი მოიპოვა
წალენჯიხელი, 8 წლის ალექსანდრა ძიძარია მხატვრულ ტანვარჯიშში, საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ალექსანდრასთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო, რომელიც გაიმართა ესტონეთში- ტარტუში.ის ასპარეზობდა 18 ტანმოვარჯიშეს შორის. A კატეგორიაში თავის ასაკის ბავშვებში პირველი ადგილი მოიპოვა.
წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ჰქონდა მოწყობილი. "საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 93 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 14 კუბურ მეტრამდე მოცულობის...
წალენჯიხაში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა დღეიდან ამოქმედდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ინიციატორია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა. პირველკლასელთა მშობლებს სპეციალურ საბარათე ანგარიშზე დაერიცხებათ თანხა, რომლითაც სკოლის სასადილოებსა და კვების ობიექტებში შეძლებენ აღნიშნული ბარათების გამოყენებას. უწყების ცნობით, ინოვაციური პროექტი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, მოიცავს 33 საჯარო სკოლის 300-პირველკლასელის...
წალენჯიხაში თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს-მერია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ახორციელებს როგორც წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის ა.(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური,ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისგან იწმინდება ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები. გზებზე მოძრაობა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
წალენჯიხაში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს-მერია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, იყრება ტექნიკური მარილი. იწმინდება ცენტრალური თუ შიდა საუბნო გზები, ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ წალენჯიხისა და ჯვრის "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახური.
26 თებერვალს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ფოტომარათონზე გელოდებათ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლი“, 26 თებერვალს, გიწვევთ ფოტომარათონზე “კადრის ფესტივალი”. “კადრის ფესტივალი“ შედგება სამი ეტაპისგან: 1. მასტერკლასი ლევან ბაღათურიასთან ერთად -“როგორ გადავიღოთ კადრი საკუთარი მობილური ტელეფონით“ და საკონკურსო ვორკშოფი ბოტანიკური ბაღის სივრცეში. 2. ნომინირებული ფოტომასალების ალბომის შექმნა. 3. ბოტანიკური ბაღის სივრცეში, მობილური ტელეფონით გადაღებული საინტერესო კადრების გამოფენა, ფოტოალბომის პრეზენტაცია, დაჯილდოება....
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურს ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურს ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით. ამასთან დაკავშირებით, დღეს წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში შედგა საინფორმაციო სახის შეხვედრა. პროგრამაზე ისაუბრა USAID პროგრამის წარმომადგენელმა შალვა ფიფიამ. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებიც გაზრდიან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე ფერმერების/მიკრო, მცირე და...
მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს-სეისმური ცენტრი
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია. “თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე,...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მორიგი სპორტული პროექტი ხორციელდება-მერია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულდა ტენდერი ქალაქ წალენჯიხში ჭანტურიას (ყოფილი მაიაკოვსკი) ქუჩაზე ჩოგბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად. უახლოეს პერიოდში სამშენებლო პროცესი დაიწყება. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი ხელოვნურსაფარიანი ჩოგბურთის მოედანი, მაყურებელთა ტრიბუნით.










