3 მაისს, მიკრო ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრას დაესწრებიან სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიიის წარმომადგენლები.
Blog
ფრაქციამ “წალენჯიხა-საქართველოსთვის“ ანგარიში წარადგინა
დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ "წალენჯიხა-საქართველოსთვის“, ფრაქციის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას. შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრა გახსნა საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ, რომელმაც ისაუბრა თვითმმართველობის განხორციელების დროს ანგარიშვალდებულების აუცილებლობაზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ფრაქციის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ფრაქცია...
“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”
გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე-აქციის ფარგლებში დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უანგარო დონაცია გაიმართა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უანგარო დონაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრა ევროინტეგრაციის საკითხებზე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ხამაშურიძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა უძღვებოდნენ. შეხვედრა ამერიკის...
“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”
28 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველ სართულზე 11:00 საათიდან დაიწყება სისხლის უანგარო დონაცია. "სისხლის გადასხმა სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას იძლევა.სისხლის კომპონენტები საჭიროა ბავშვებისთვის ანემიის მძიმე ფორმით, ლეიკემიით დაავადებული თუ სხვა პაციენტებისთვის. ჭეშმარიტი ქველმოქმედება სიცოცხლის გადარჩენაა,გახდი ქველმოქმედი,გადაარჩინე სიცოცხლე."-აღნიშნულია წალენჯიხის მუნციიპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. უწყების ცნობით, პროექტს ფორმულა ჯგუფი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შიდა სივრცე, მოეწყო სველი წერტილები,გათბობის სისტემა, განათებები, იცვლება დგამ-ავეჯი, ჭადრაკის დაფა და სხვა.
პრემიერი: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ
300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ,...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკა გადაეცა
“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (ISWM II)” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის 17 მუნიციპალიტეტს ჯამში უკვე გადაეცათ 12 005 ერთეული სხვადასხვა ზომისა და მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და ურნები, ხოლო 74 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი მანქანებისა და პიკაპის ტიპის სატვირთოების გადაცემა ეტაპობრივად ხორციელდება და მიმიდნარე წლის აგვისტოში დასრულდება. ამჟამად სამეგრელო-ზემო...
პატრიარქის აღსაყდრებიდან 45, ხოლო დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო-სააღდგომო საღამო გაიმართა
დღეს, ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებითა ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში პატრიარქის აღსაყდრებიდან 45, ხოლო დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო-სააღდგომო საღამო გაიმართა. ღონისძიება გახსნა და პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა თამარ კვარაცხელიამ. ღონისძიება მაღალყოვლადუსამღვდელოესის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევითა და...
წალენჯიხაში მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით თვალის ოპერაციები უტარდებათ
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წალენჯიხაში ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი, მოძრავ საოპერაციო ბლოკში თავალის ოპერაციებს ატარებს. პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდებიან. "სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი მესამე დღეა ჩვენს რეგიონშიბთვალის ოპერაციებს ატარებს. ოპერაციები გაკეთება ადგილზევე სამედიცინო ცენტრის მოძრავ ბლოკში. დღეს წალენჯიხაში მიმდინარეობს პროცესი, მანამდე გვქონდა ზუგდიდსა და ჩხოროწყუში,...










