Blog

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ინფორმაციისთვის: წუხელ, გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილი მის საცხოვრებელ სახლთან დაწვეს.

წალენჯიხის მერის ავტომობილი დაწვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილი მის საცხოვრებელ სახლთან დაწვეს. მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მისივე ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტიქიამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

სტიქიის შედეგად წალენჯიხაში, ტაბიძის ქუჩის მდინარე ჭანისწყლის სანაპირო ზოლზე მთლიანად ჩამოიშალა ნაპირდამცავი გაბიონი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუჟავაში ნუკრი ჩხაპელიას ოჯახის თხილნარი ჩამოიშალა და მდინარემ წაიღო. ობუჯში, სასონგულიოსა და სქურდილას უბანში, სასმელი წყლის მილები და საყრდენი ბოძები ჩამოიშალა და 50-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

მუჟავა ილორის დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზა ჩამოშლილია

სტიქიის შედეგად ზედა მუჟავა ილორის დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზა სრულად ჩამოშლილია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზაზე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია.

ჩამოიშალა ფახულანი-ჭველეს დამაკავშირებელი ხიდი

უხვი ნალექის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პრობლემები შეიქმნა. წალენჯიხის მუნიცილაიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურას. დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები,ჩამოიშალა ნაპირდამცავი გაბიონები. უწყების ცნობით, დაიმეწყრა გზის მონაკვეთები, მათ შორის, ჩამოიშალა ფახულანი-ჭველეს დამაკავშირებელი ხიდი, რომელზეც გადაადგილება შეუძლებელია. დატბორილია საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სასმელი წყლის მილები, რის შედეგადაც 80-მდე ოჯახს...

უხვმა ნალექმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

გადაუღებელი წვიმის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე პრობლემები შეიქმნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წვიმის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები ქალაქ წალენჯიხის,ქალაქ ჯვარის,ასევე ფახულანის,ლიის,საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში. დაიტბორა გზები,პრობლემები შეექმნა ტრანსპორტს . შემთხვევის ადგილებზე გასულია სტიქიის შემსწავლელი კომისია და შეისწავლიან არსებულ პრობლემებს,რათა მოხდეს ზარალის აღმოფხვრა.

უკრაინაში წალენჯიხელი მებრძოლი გარდაიცვალა

უკრაიანში წალენჯიხელი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დონეცკთან დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინის შეირაღებულ ძალებში  2014 წლიდან მსახურობდა.

“ჩვენ ვკითხულობთ გრანელს”

"ჩვენ ვკითხულობთ გრანელს"- ამ სახელწოდებით ჩატარდა ღონისძიება კინოთეატრის ჰოლში. რომელიც მთლიანად გრანელისეულ პოეზიას მიეძღვნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გრანელისადმი მიძღვნილი კვირეული წალენჯიხელებს მიულოცა და ღონისძიება საზეიმოდ მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა. დღევანდელ ღონისძიებაზე მონაწილეობა სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ა(ა)იპ სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული სახელოვნებო განყოფილების აღსაზრდელებმა მიიღეს. ტერენტისეული ლექსებზე...

ლიაში, საკვირაო სკოლაში, გაიხსნა ფოლკლორული და საეკლესიო საგალობლების შემსწავლელი წრე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიაში, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასთან არსებულ საკვირაო სკოლაში გაიხსნა ფოლკლორული და საეკლესიო საგალობლების შემსწავლელი წრე. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფიფია, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, სოფელ ლიის წმინდა გიორგის სახელობის საკვიარაო სკოლაში ტაძრის წინამძღვართან დეკანოზ გალაქტიონ ფიფიასთნ და ამავე ეპარქიის,...

ჭალეში ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "თემი და გარემო"-ს მიერ ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი საექიმო ამბულატორია მოსახლეობას გაუმჯობესებული სერვისით მოემსახურება.