Blog

ზედა ულურიის უბანში გარეგანათებების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ზედა ულურიის უბანში გარეგანათებების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ფრენბურთის სათამაშო მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე 17 პროექტი შეირჩა,აქედან 10 პროექტი დასრულდა დანარჩენი კი მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა შიდა საუბნო გზების...

მესხიაუნში ცხადდება მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიმართავს იმ აპლიკანტებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ჩაირიცხნენ ან ვერ მოასწრეს პირველადი მიღებისთვის რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მათ საშუალება ეძლევათ 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიარონ მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე.  დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა შევიდნენ vet.emis.ge-ზე. პროგრამების და...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში ჩამოასვენეს. მის ცხედარს ოჯახის წევრებთან ერთად მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. ქართველ მებრძოლს საგვარეულო სასაფლაოზე ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ინფორმაციისთვის: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 20 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი გუგუჩია: წალენჯიხაში მაზანდარას უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდს მოვაწყობთ

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში 5 დღის წინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სწრაფი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად გარესამყაროსთან საავტომობილო მოძრაობის გარეშე დარჩენილი 76 ოჯახი ახალი ხიდით ისარგებლებს. ამავე უწყებების მიერ ასევე აღდგა დაზიანებული ხიდი...

საჩინოს თემის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ტრაგიკულად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საქართველოს დროშა დაუშვეს და მარიტასთვის სანთლები დაანთეს. "ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახსა და მეგობრებს, ვუსურვებთ მათ გამძლეობას ამ უმძიმეს წუთებში".-განაცხადეს მოსწავლეებმა.

წალენჯიხის მერია-მიმდინარეობს მეწყერისაგან დაზიანებული სასმელი წყლის მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგებს მუჟავაშიც ებრძვიან. მეწყერისაგან დაზიანებული ტერიტორიები შლამისაგან და ნაშალი ქანისაგან იწმინდება. უწყების ცნობით, სამუშაოებს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეცტექნიკა ასრულებს. დაიწყო მეწყერისაგან დაზიანებული სასმელი წყლის მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები.

ფახულანში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის აღდგენა მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ორი დღის წინ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა დილიდან მინდინარეობს. უწყების ცნობით, ცენტრალური ხელისუფლების სწრაფი რეაგირების შედეგად, საავტომობილო გზის გარეშე დარჩენილი მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა რამდენიმე საათში ექნება. პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად გაეცნო. გუბერნატორი ადგილზე სტიქიის...

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მყისიერად და მიუკერძოებლად გამოიძიოს წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტი-“საერთაშორისო გამჭვირვალობა”

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტი და საზოგადოებას გამოძიების შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდოს. "წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას Საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ავტომობილი დაუწვეს. გია ხარჩილავა ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი ოპოზიციონერი მერია და იგი ავტომობილის დაწვას თავის საქმიანობას უკავშირებს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებული...

“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”-აქცია წალენჯიხაში

გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე-აქციის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში უანგარო დონაცია გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უანგარო დონაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა და ა(ა)იპ არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებმა. უანგარო დონაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა.

გია ხარჩილავა ამბობს, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი განგებ დაწვეს

წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ ჟრნალისტებთან განაცხადა, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი განგებ დაწვეს. „03:30-ზე შვილმა რაღაცის გასკდომის ხმა გაიგო. მაშინვე 112-ში დავრეკეთ. მანქანას უკვე ცეცხლი ეკიდა. აქ სურათი იკითხება. ადამიანის ჩარევით მოხდა ეს აქტი. ეს არის რაღაც აქტი, რომელიც გზავნილსაც შეიცავს. მანქანა იყო 100%-ით გამართული, ამიტომ თვითაალებას გამოვრიცხავ..."-განაცხადა გია ხარჩილავამ.