Blog

წალენჯიხის მერი 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენს

22 დეკემბერს, 13:00 საათზე, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წალენჯიხის მოსახლეობას წარუდგენს. დასწრება თავისუფალია.

მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის 2,785 კმ-იან გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია-შპს ნიუ პასაჟი ასრულებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტის საფარი, ასევე კიუვეტები და ბეტონის წყალსაწრეტი არხები. მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დაათვალიერა.

26 დეკემბერს წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 26 დეკემბერს წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილია გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედანი. საახალწლო პროგრამის დასაწყისია 14:00 საათი. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 14:00-14:15 - ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი. 14:00-17:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადება,...

ჯვარში ორი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ჯვარში ერთდროულად ორი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მესამე კორპუსის გადახურვის სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი წლისთვის მზადება მიმდინარეობს

ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში საახალწლო ილუმინაციები მონტაჟდება. დაიდგა ნაძვის ხე, ცენტრალური მოედანი საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით ირთვება. ფოტო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო 14 დეკემბერს და დასრულდება 29 დეკემბერს. ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს: საუკეთესო მოთხრობაზე, საუკეთესო ნახატზე და ვიდეოჩანახატზე. "აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეიდან, 26 დეკემბრის ჩათვლით, იწყება საკონკურსო მონაცემების მიღება. გამარჯვებულებს გამოავლენს საპატიო ჟიური. ფულადი ჯილდო ერთჯერადად გადაეცემა გამორჩეულ კონკურსანტს. ასევე დაწესებულია სხვადასხვა სახის ჯილდო."-აღნიშნულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში. საკონკურსო ნამუშევრები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მერიის ოფიციალურ მეილზე-tsalenjikhismeria@gmail.com

გდი: სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. „აღნიშნული...