ქალაქ ჯვარის, ყოფილი ჩაის ფაბრიკის დასახლებაში (ზემო ოჭანეს უბანი) ბობოხიების საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხანძარმა ნაწილობრივ დააზიანა გვერდით მცხოვრები ფიფიების ოჯახიც. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველები და ხანძარი ლიკვიდირებულიქნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა. დაზარალებულები დროებით დაბინავებულნი არიან გვერდით...
Blog
ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და შესაბამისი დადგენილების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირებას მოახდენს და სესხის გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. “საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას სს...
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ...
წალენჯიხაში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა
დღეს, 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედნიდან საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა. ტრადიციულ ალილოს მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, საკრებულოს წევრებმა, მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, სხვადასხვა სამსახურების,არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებმა, სამღვდელოებამ,მრევლმა და სტიქაროსნებმა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეებმა ქალაქის...
ილია II-ის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“(უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე...
წალენჯიხაში საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართება
7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღის 12:00 საათიდან ქალაქ წალენჯიხის გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედნიდან საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ალილოს მსვლელობისას მიღებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა. "გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა საზეიმო მსვლელობაში და გავიღოთ საჩუქრები სხვათა გასახარებლად."-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შსს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. “ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს...
წალენჯიხაში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიშში კი, მოქალაქემ კრიპრომეიის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე უკანონოდ მოიპოვა, 4 ერთეულ ხე-მცენარეს კი ტოტები გადაჭრა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებაში...
წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის დეკემბერში 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, 4 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში – აბაშის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. “მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროს...
წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება წალენჯიხაში გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარდა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. საახალწლო ღონისძიება წალენჯიხაში დავით მაზანაშვილის ბენდის, გიგა ჯალაღონიას ტრიოს, ელენე ფოჩხუას, სოფო ბედიას, დათუნა მგელაძის, ნინი შერმადინის და სხვა ცნობილი შემსრულებლების კონცერტითა და...