ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქალაღალში გადაუღებელმა წვიმამ მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის შედეგადაც, რამაზ გოგოხიას საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დაცალა. შემთხვევის ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელი გია შელია იმყოფებოდნენ და აღნიშნულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ....
Blog
ლიაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. საბავშო ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა არსებულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა. დავით ვერავა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი, ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი.
12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,...
პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, მათგან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად...
წალენჯიხაში საპროტესტო აქცია გაიმართა
დღეს, წალენჯიხაში მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ინფორმაციისთვის: ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ფოტო: წალენჯიხა ლაივი
6 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ...
29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. “თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):...
“ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.
წალენჯიხელი კარატისტების წარმატება
თბილისში, ჩატარდა საერთშორისო ტურნირი "Open Tbilisi" კარატეში, სადაც მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის სასპორტო ცენტრის კარატეს წრის მოსწავლებმა და საპრიზო ადგილები დაიკავეს. ზარქუა ნიკა პირველი ადგილის მფლობელი გახდა, კონჯარია ლუკამ მეორე ადგილი მოიპოვა ხოლო ძანძავა ლიკამ მესამე ადგილი.









