უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. “აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა...
Blog
2022 წელს, გაზრდილი ხელფასები იგეგმება საჯარო მოხეელებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. “მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან… …2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 376 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
წალენჯიხაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა წალენჯიხის მცხოვრები 89 წლის მამაკაცი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 735 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წალენჯიხაში მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ინწრაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. მამაკაცი ზუგდიდის სოფელ რიყეს მკვიდრია და საჩინოში სტუმრად იმყოფებოდა. ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
„ქართულმა ოცნებამ” წალენჯიხის მერობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა
“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. წალენჯიხის მერობის კანდიდატად პარტიამ გოგა გულორდავა დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
წალენჯიხაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის - მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხაში, რუსთავსა და თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 646 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 7 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე,...
წალენჯიხაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით წალენჯიხელი 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.