2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპის ფარგლებში, პირველკლასელთა რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე. “საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების...
Blog
ექსტრემი ენგურჰესზე: ტურისტულ ზონას ახალი, ზიპლაინი შეემატა
ენგურჰესის ტურისტულ ზონას ოფიციალურად ახალი, ექსტრემალური ატრაქცია - ზიპლაინი შეემატა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 15 ივლისიდან ამოქმედებული სათავგადასავლო სივრცე მიზნად ისახავს შემეცნებითი ტურები კიდევ უფრო მრავალფეროვანი, აქტიური და ადრენალინით სავსე გახადოს. უწყების ცნობით, ახალი ატრაქციონი თავისი მასშტაბებითა და პარამეტრებით გამორჩეულია: სიმაღლე: 320 მეტრი, საერთო სიგრძე: 600 მეტრი. "პროექტი მნიშვნელოვან წვლილს...
ჯვარში სკრინიგ აქცია ჩატარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებულ სკრინინგ კამპანიას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მორიგი სკრინინგ აქცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქ. ჯვარში ჩატარდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. ადგილობრივ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს,...
14-16 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის სესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. “ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას, მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახალი სამანქანე ხიდის საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია. "საქართველოს მთავრობის დავალების საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალი ხიდის მშენებლობას გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელ ჯაღირის მოსახლეობის უსაფრთხო...
13 ივლისს, ქალაქ ჯვარში სკრინინგ-აქცია ჩატარდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ორშაბათს, 13 ივლისს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, "ნიქოზის" სკრინინგ ცენტრი ჯვარის საოჯახო კლინიკაში კვლევებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება: სარძევე ჯირკვლის მამოგრაფიული გამოკვლევა 40-დან 70 წლის ჩათვლით მამოგრაფია 25-დან 29 წლის ჩათვლით ტარდება ციტოლოგიური კვლევა(პაპ-ტესტი) 30-დან 60 წლის ჩათვლით Hr-HPV დნმ ტესტი; (საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის ანალიზი)...
წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინჰფორმაციით, წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უწყების ცნობით,. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა "აღნიშნული გზა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო მარშრუტს წარმოადგენს. ობიექტზე სამუშაოების...
წალენჯიხის №5 სკოლის მშენებლობა სრულდება
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა, ილია ინჯია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია. 120 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სკოლის შენობის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს...
კვების ობიექტებისთვის პლასტმასის აკრძალვა გადავადდა
ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა. სასურსათო...
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.










